უკრაინის ხერსონის რეგიონში, რუსული საარტილერიო დაბომბვისას არის მსხვერპლი

ხერსონის გუბერნატორმა განაცხადა, რომ სამშაბათს, უკრაინის ამ სამხრეთ რეგიონში რუსულ საარტილერიო დაბომბვაში ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა.
ოლექსანდრ პროკუდინმა „ტელეგრამზე“ გამოაქვეყნა, რომ თვდასხმის სამიზნე სოფელი ანტონივკა იყო. მან დაამატა, რომ ოთხი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რეგიონის პროკურორებმა „ტელეგრამზე“ გამოაქვეყნეს, რომ სოფელზე თავდასხმისას რუსულმა ჯარმა არტილერია გამოიყენა და 56 წლის მამაკაცი დაიღუპა.
ხერსონი და მიმდებარე რეგიონი გამუდმებით რუსული ცეცხლის ქვეშ ხვდება. მოსკოვის ძალები დარტყმებს რეგიონის ოკუპირებული ნაწილიდან, მდინარე დნიპროს მარცხენა ნაპირიდან ახორციელებენ.
ადგილობრივი ხელისუფლება ასეთი თავდასხმების შედეგად დაშავებულების შესახებ თითქმის ყოველდღიურად იუწყება. ოფიციალური პირების ცნობით, ორშაბათს რუსეთმა ხერსონში მართვადი ბომბები ჩამოყარა. შედეგად სულ ცოტა 22 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე