კრიპტალის ბოლო განახლებები- რა ფუნქციები დაემატა პლატფორმას?

H1: განახლებული ფუნქციონალი კრიპტო ბირჟაზე
კრიპტო ინდუსტრია ერთ ადგილას არასდროს ჩერდება, ბაზარზე კი, მუდმივად სიახლეებია.
სწორედ ასეა კრიპტო ბირჟა კრიპტალიც, სადაც პლატფორმაზე რამოდენიმე განახლებული და გამოსადეგი ფუნქცია გამოჩნდა.
პლატფორმა მომხმარებლებისთვის სიახლეების შეთავაზებას აგრძელებს, შედეგად კრიპტოს ყიდვა გაყიდვის პროცესი ახლა ბევრად უფრო მარტივი და კომფორტულია.
ამ სტატიაში ვისაუბრებთ იმ განახლებული ფუნქციების შესახებ, რომელიც კრიპტო პლატფორმაზე დაგხვდება და გეტყვით, როგორ გიმარტივებენ ისინი კრიპტოაქტივების მართვასთან დაკავშირებულ ყველა ოპერაციას.
H2: ანგარიშზე თანხის შეტანა ლიბერთი ბანკის დახმარებით
თუ კრიპტოს ყიდვა მოგინდა, ისეთი ფიატ ვალუტები დაგჭირდება, როგორიც ლარი, ა.შ.შ. დოლარი და ევროა. მომხმარებელს მარტივად და მისთვის სასურველი გზით უნდა შეეძლოს ნებისმიერი აქტივის საკუთარ ანგარიშზე შეტანა, შემდგომ კი მისი კრიპტოაქტივებში გადაცვლა.
კრიპტალზე ბალანსის შევსება და ანგარიშზე თანხის შეტანა რამოდენიმე მეთოდით არის შესაძლებელი, იქნება ეს საბანკო გადარიცხვით, BOG და TBC Bank-ის ბარათების გამოყენებით თუ ფეიბოქსის დახმარებით, რომელიც მომხმარებლებს მრავალფეროვნების გარდა ანგარიშის შევსების შესაძლებლობას ნაღდი ანგარიშსწორების გზითაც აძლევს.
ახლა კი, ბალანსის შევსება ლიბერთი ბანკის მობაილ ბანკიდან და საქართველოს მასშტაბით არსებული 600-ზე მეტი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან შეგიძლია მხოლოდ პირადი ნომრის გამოყენებით.
კრიპტალზე მხარდაჭერილია საქართველოში მოქმედი ყველა წამყვანი ბანკი და სურვილის შემთხვევაში ანგარიშზე თანხის შეტანა მარტივად, სულ რამოდენიმე წამში შეგიძლია.
პლატფორმაზე ლიბერთი ბანკის გამოჩენა კი, მომხმარებლებს დამატებით შესაძლებლობასა და კომფორტულ გარემოს უქმნის შეავსონ ბალანსი და დაიწყონ პოპულარული ციფრული აქტივებით ვაჭრობა.
გარდა ამისა, ლიბერთი ბანკისა და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატები მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს გვერდი აუარონ რთულ საბანკო სერვისებს და მოუხერხებელი პროცედურების გარეშე ნაღდი ფული შეიტანონ საკუთარ ანგარიშზე.
H3: თანხის გატანა მომენტალურად და ულიმიტოდ ნებისმიერ დროს
როდესაც კრიპტოს ყიდვა გაყიდვით ხარ დაკავებული, შესაძლოა დროს კრიტიკულად გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, ამიტომ საჭიროა, რომ ამ მოგზაურობაში ყველა ეტაპს სწრაფად და დაუბრკოლებლად გადიოდე.
სწორედ ამიტომ, კრიპტალზე საბანკო ბარათების გამოყენებით თანხის შეტანა და გატანა მომენტალურად, რამოდენიმე წამში ხდება. ასევეა საბანკო გადარიცხვის (Wire Transfer) გამოყენების დროსაც, როდესაც თანხა ანგარიშზე შეგაქვს, ის მაქსიმუმ 1 წუთში აისახება.
ახლა კი, საბანკო გადარიცხვის გამოყენებით პლატფორმიდან თანხის გატანა ს ანგარიშზე მომენტალურად, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, მათ შორის არა-სამუშაო დროსა და დასვენების დღეებშიც შეგიძლია, ყველანაირი ლიმიტების გარეშე და რაც მთავარია მყისიერად.
შენს მიერ გატანილ ნებისმიერი რაოდენობის თანხას მომენტალურად მიიღებ შენს საბანკო ანგარიშზე, რომელი საათიცა და რა დღეც არ უნდა იყოს.
ფუნქცია გამოსადეგია ისეთი ადამიანებისთვის, რომელთათვისაც დროს დიდი მნიშვნელობა აქვს, 24 საათის განმავლობაში ვაჭრობენ და დიდი მოცულობის კრიპტო აქტივებს რიცხავენ საკუთარ ანგარიშზე.
H3: მყისიერი და საკომისიოებისგან თავისუფალი შიდა გადარიცხვები
კრიპტო ინდუსტრია ბლოკჩეინ ტექნოლოგიასა და დეცენტრალიზაციის პრინციპს ეფუძნება, რომელთა გამართულად მუშაობაშიც თავიანთი როლი მომხმარებლებს შეაქვთ. ქსელში განხორციელებული ტრანზაქციების ვალიდურობას სწორედ მომხმარებლები ადასტურებენ და შესაბამისად, გაწეული სამუშაოს სანაცვლოდ ისინი გასამრჯელოს სახით გადარიცხული კრიპტოაქტივებიდან გარკვეულ, მცირე ნაწილს იღებენ, რასაც საკომისიოები ჰქვია.
კრიპტალზე კი, შიდა გადარიცხვები სრულიად თავისუფალია ამ საკომისიოებისგან. თუკი შენ კრიპტალის სხვა მომხმარებელს გადაურიცხავ ნებისმიერ კრიპტოაქტივს, იქნება ის ბიტკოინი, ეთერიუმი თუ სხვა პოპულარული ქოინი, გადარიცხული აქტივი მის ანგარიშზე სრულად აღმოჩნდება ან პირიქით, თუკი შენ კრიპტალიდან კრიპტალზე ქოინებს გიგზავნიან, აქტივებს მყისიერად და სრულად მიიღებ, ყოველგვარი საკომისიო გადასახადების გარეშე.
0%-იანი საკომისიოები ვრცელდება როგორც კრიპტოაქტივების შიდა გადარიცხვებზე, ასევე ფიატ ვალუტებით გამყარებულ სტაბილურ კრიპტოაქტივებზეც – TOGEL (ლარი), TOUSD (ა.შ.შ. დოლარი) და TOEUR (ევრო).
H4: მცირე რაოდენობის ბალანსის, dust-ის, ლარში კონვერტაცია
ციფრული აქტივების ინდუსტრია მუდმივად ცვალებადი სფეროა, შესაბამისად მუდმივად იცვლება კრიპტოს ფასი და ბაზარზე არსებული მდგომარეობა. ხშირად ხდება ისე, რომ კრიპტოს ყიდვის ან გაყიდვისას, ფასთა ცვალებადობის გამო, სრულად ვერ ითვისებ ბალანსს და ანგარიშზე ძალიან მცირე რაოდენობის კრიპტოაქტივი გრჩება.
მათი სიმცირიდან გამომდინარე, კრიპტოს გაყიდვა შეუძლებელია, რადგან ბალანსზე არსებული რაოდენობა საკომისიოებისათვის განკუთვნილ რაოდენობას საგრძნობლად ჩამორჩება და გიწევს, რომ ანგარიშზე თანხა ხელახლა შეიტანო, შესაბამისი რაოდენობის კრიპტო იყიდო და შემდგომ, ბალანსის განულების მიზნით, კრიპტო სრულად გადაცვალო სხვა აქტივში ან გაყიდო.
ახლა უკვე შეგიძლია რომ შენს ბალანსზე ნამცეცებივით მიმობნეული მცირე რაოდენობის კრიპტოაქტივი ლარში დააკონვერტირო და ის სურვილისამებრ გამოიყენო ზედმეტი ტრანზაქციებისა და დროის დაკარგვის გარეშე.
ფუნქცია მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი აქტივები სრულად გამოიყენონ და განხორციელებული ტრანზაქციებიდან არასდროს დარჩეთ არასასურველი, მცირე რაოდენობის კრიპტოაქტივი, რომელსაც აქამდე ვერაფერში იყენებდნენ.
H5: კრიპტალზე პოპულარული კრიპტო და განახლებული ფუნქციონალი დაგხვდება
მთელი ზაფხულის განმავლობაში კრიპტო ინდუსტრია მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდიდა და გამონაკლისი არც კრიპტალია.
თუ კრიპტოს განახლებული ენერგიით უბრუნდები, მაშინ კრიპტალზე რამოდენიმე საჭირო და გამოსადეგი ფუნქციონალი დაემატა, რომელიც კრიპტოს ყიდვა გაყიდვის პროცესსა და ზოგადად, კრიპტოაქტივებთან დაკავშირებულ ყველა სერვისს უფრო კომფორტულს, ხელმისაწვდომსა და მარტივს ხდის.
პლატფორმაზე ახლა უკვე ლიბერთი ბანკის დახმარებით შეგიძლია ბალანსის შევსება, ხოლო თუ თანხის გატანა მოგინდა, საბანკო გადარიცხვის წყალობით უკვე შეგიძლია ნებისმიერ დროს, იქნება ის სამუშაო თუ არა სამუშაო საათი ან დღე, ულიმიტო რაოდენობის აქტივები გაიტანო მომენტალურად, ლოდინის გარეშე.
გარდა ამისა, ბირჟაზე 0%-იანი საკომისიოებით შეძლებ შიდა გადარიცხვების განხორციელებას, იქნება ეს ბიტკოინი, ეთერიუმი, TOGEL თუ სხვა პოპულარული აქტივი.

ასევე დაგაინტერესებთ

„ჩვენ მივიღებთ თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იქნება ფლაგმანი არამხოლოდ საქართველოში არამედ მთლიანად რეგიონის მასშტაბით“ – მიხეილ სარჯველაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოზე