ამერიკული ტურისტული კომპანიებისა და Forbes-ის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან ტუროპერატორებსა და „Forbes Magazine”-ის ჟურნალისტს მასპინძლობს. საქართველოში ინფოტური ნიუ-იორკში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ჩართულობით შედგა.
ტურის ფარგლებში ამერიკული კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლები თბილისის ტურისტულ ადგილებს გაეცნენ, შეხვედრები გამართეს ქართველ ტუროპერატორებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, ესტუმრნენ ქუთაისს და კურორტ საირმეს, სადაც სტუმრებმა იმერეთის მიმზიდველი ადგილები მოინახულეს და ადგილობრივ გასტრონომიას გაეცნენ. იმერეთის რეგიონის შემდეგ ტურის მონაწილეები კახეთში გადაინაცვლებენ, ეწვევიან წინანდალს, სიღნაღსა და ლოპოტას, სადაც კულტურულ ძეგლებს და ღირსშესანიშნავ ნაგებობებს დაათვალიერებენ, მონაწილეობას მიიღებენ მასტერკლასებში, ესტუმრებიან მარნებს და ადგილზე ქართულ ტრადიციულ ღვინოსა და კერძებს დააგემოვნებენ. ინფოტურის ფარგლებში „Forbes Magazine” საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას მოამზადებს.
საინფორმაციო ტურის მიზანია საქართველოს ცნობადობის ამაღლება როგორც ამერიკულ, ასევე დასავლეთის ქვეყნების ტურისტულ ბაზარზე და ტურისტთა ახალი ნაკადების მოზიდვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა შემატყობინა, რომ რუსულ მხარეს შეხვედრა მომდევნო კვირას შესთავაზა – მოლაპარაკებების დინამიკა გასაზრდელია

თაკო ჩარკვიანი: ღმერთო მადლობა ყველაფრისთვის, წარმოვიდგინე უცებ თ.წულუკიანს და რუსეთის “კგბს “გენერაპოლკოვნიკ ნუგზარ ფოფხაძეს, მამაჩემი ჯანსუღ ჩარკვიანი რომ მოსწონდეთ, ხომ გამისკდებოდა გული?!