იენს სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს, – ამის შესახებ ინფორმაციას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პრესსამსახური ავრცელებს.
ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად 2025 წლის თებერვლიდან დაიწყებს და აღნიშნულ თანამდებობაზე კრისტოფ ჰოისგენს შეცვლის.
შეგახსენებთ, იენს სტოლტენბერგი ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა. 1-ელ ოქტომბერს იგი ნიდერლანდების ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ ჩაანაცვლა.

ასევე დაგაინტერესებთ