„ძლიერი საქართველო“ პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს არჩევნების შემდეგ განაახლებს. სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა:
„პრეზიდენტის მხრიდან არანაირ კანდიდატებზე საუბარი არ ყოფილა. ჩვენ ახლა ყველაზე მთავარი ფოკუსირება უნდა გავაკეთოთ, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვოთ და ქვეყანა დავაბრუნოთ ევროპულ კურსზე. რაც შეეხება კანდიდატებს – კანდიდატების განხილვა არ ყოფილა. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები და მისი შედეგები ეკუთვნის ხალხს და ამ არჩევნების შედეგად უნდა მოხდეს ყველა დანარჩენი საკითხის განხილვა ქარტიის ფარგლებში.“