გივი მიქანაძე – პრეზიდენტის მიერ რაღაც ე.წ. საკოორდინაციო შტაბის ორგანიზება, სხვა არაფერია თუ არა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და წარმოადგენს წინასაარჩევნო დარღვევას

ის პროცესები, რაც ოპოზიციის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალური ფრთის წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობს, ერთგვარი მათი შიდა თამაშებია – ქარტიას ამოქმედებს არანაირი პერსპექტივა არ აქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ შემუშავებული „ქართული ქარტია“ კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.
ს ნებისმიერი განცხადება პირდაპირ მიუთითებს, რომ ის ყველანაირად გასცდა კონსტიტუციას. მისთვის კონსტიტუცია აბსოლუტურად არაფერს წარმოადგენს. კონსტიტუციიდან გამომდინარე, პრეზიდენტს არანაირი უფლებამოსილება არ აქვს მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით, ამიტომ თვითონ ჩანასახშივე, ის დოკუმენტი, რაც პრეზიდენტმა მოიგონა, არის კონსტიტუციასთან შეუსაბამო და ამასთანავე აბსოლუტურად არაფრის მომცემი, მას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. როგორც დღეს ის არანაირ ფუნქციას არ ასრულებს, ასევე უფუნქციოდ დარჩება მომავალში, იმიტომ, რომ ამ ქარტიას ამოქმედების პერსპექტივა არ აქვს. შესაბამისად, შიგნით რა პროცესები მიმდინარეობს ოპოზიციის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალური ფრთის წარმომადგენლებს შორის, ეს მათი შიდა ერთგვარი თამაშებია. სხვას ვერაფერს დავარქმევ,” – განაცხადა მიქანაძემ.
მან ასევე ს დღეს ორბელიანების სასახლეში საკოორდინაციო პლატფორმის მოწყობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ განცხადებაშიც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სალომე ზურაბიშვილი აბსოლუტურად გასულია კონსტიტუციის ჩარჩოდან.
„ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ვემზადებით მხოლოდ და მხოლოდ დამაჯერებელი გამარჯვებისთვის, საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის. მინდა დაგარწმუნოთ, რომ [“ქართული ოცნების”] ოფისის ეზოში იქნება ძალიან დიდი ზეიმი 26 ოქტომბერს. რაც შეეხება პრეზიდენტს – მის განცხადებაშიც კი გუშინ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ ეს ადამიანი აბსოლუტურად გასულია კონსტიტუციის ჩარჩოდან, საერთოდ არ იცავს ნეიტრალიტეტს, რომელიც არის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი, რომელსაც პრეზიდენტი უნდა იცავდეს, და რაც მთავარია, ფიქსირდება პირდაპირ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. პრეზიდენტის მიერ მსგავსი პლატფორმის ორგანიზება, რაღაც ე.წ. საკოორდინაციო შტაბის ორგანიზება, სხვა არაფერია თუ არა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და წარმოადგენს წინასაარჩევნო დარღვევას,” – განაცხადა მიქანაძემ.