ზურაბ ჭიაბერაშვილი – საბედნიეროდ, ევროპარლამენტსა და ევროსტრუქტურებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ევროპული გზის სასარგებლო არჩევანს გააკეთებს

8 ოქტომბერს ევროპარლამენტი საქართველოს საკითხს განიხილავს და 9 ოქტომბერს მიიღებს რეზოლუციას. საბედნიეროდ ევროპარლამენტს და ევროსტრუქტურებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ევროპული გზის სასარგებლო არჩევანს გააკეთებს, – ამის შესახებ „ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომელიც ბრიუსელში, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვას დაესწრება.
როგორც მან აღნიშნა, ევროპარლამენტი და ევროსტრუქტურები მკაფიოდ გვეუბნებიან, რომ თუ ქართველი ხალხი არჩევანს გააკეთებს ევროპული გზის სასარგებლოდ, მაშინ აქ იქნება უამრავი პოლიტიკური, ეკონომიკური და ფინანსური დახმარება.
„8 ოქტომბერს ევროპარლამენტი საქართველოს საკითხს განიხილავს და 9 ოქტომბერს მიიღებს რეზოლუციას საქართველოზე, რომელიც ქართველი ხალხისთვის მკაფიო მხარდაჭერა იქნება და ასევე, მკაფიო შეთავაზება.
თუ „ქართული ოცნება” დარჩება, სამწუხაროდ, საქართველო იქნება იზოლაციაში და ქართველი ხალხი არათუ სარგებელს ვერ მიიღებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიდან, არამედ საფრთხე შეექმნება იმ სარგებელსაც, რაც დღეს გვაქვს, თუნდაც უვიზო მიმოსვლა ევროპასთან.
მეორე მხრივ, ევროპარლამენტი და ევროსტრუქტურები მკაფიოდ გვეუბნებიან, რომ თუ ქართველი ხალხი არჩევანს გააკეთებს ევროპული გზის სასარგებლოდ, მაშინ აქ იქნება უამრავი პოლიტიკური, ეკონომიკური და ფინანსური დახმარება. საბედნიეროდ ევროპარლამენტს და ევროსტრუქტურებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი სწორედ ევროპული გზის სასარგებლო არჩევანს გააკეთებს”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”