ზურა ნიჟარაძე თავისუფალია

ნარკოტიკული ნივთიერებების ფლობის ბრალდებით დაკავებული ზურა ნიჟარაძე თავისუფალია. ინფორმაციას ამის შესახებ ნიჟარაძის დედა ფეისბუქზე ავრცელებს.
“და აი დადგა ის დღეც, როდესაც ყველა დღეს გადავხაზავ ლოდინის და მონატრების კალენდარში. ყველა მონატრებაც მივუშვი ნებაზე-ზურა თავისუფალია. მადლობა,მადლობა, მადლობა ადამიანებო გვერდით რომ მედექით და მაძლიერებდით-დანარჩენს უკვე ზურა დაწერს-მე და ამოს დაგვეწყო ბედნიერების დღეების ათვლა კალენდარში”- წერს ნიჟარაძის დედა.
ზურა ნიჟარაძე 2023 წლის 11 ნოემბერს დააკავეს.
ნიჟარაძის წინააღმდეგ საქმე აღძრული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ან მისი ანალოგის შეძენა/შენახვას გულისხმობს. ადვოკატის ცნობით, მას პროკურატურა ნარკოტიკული ნივთიერებების ფლობას ედავებოდა, ფსიქოტროპული ნივთიერებების ნაწილში კი მოხმარებას.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე