ბექა ოდიშარია: პრეზიდენტი გასულია კონსტიტუციიდან და, მგონი, გასულია მომსახურების ზონიდანაც

„საქართველოს პრეზიდენტის ქმედებები უკვე კარიკატურულ ფორმას იძენს“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ოდიშარიას თქმით, მოღალატეობრივი დამოკიდებულების გამო მიიღებენ [ოპოზიცია] პოლიტიკურ წმინდა სილას 26 ოქტომბერს.

„საქართველოს პრეზიდენტი გასულია კონსტიტუციიდან და, მგონი, გასულია მომსახურების ზონიდანაც, მისი ქმედებები უკვე კარიკატურულ ფორმას იძენს. ხედავთ ალბათ, რა ე.წ. პოლიტიკური სახეები დადიან მასთან. ეს მოღალატეობრივი დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნისადმი ქართველ ხალხს ყელში ამოუვიდა და ამისთვის ისინი მიიღებენ პოლიტიკურ წმინდა სილას 26 ოქტომბერს“, – აცხადებს ოდიშარია.

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად ქორიძე – დიქტატორს უნდა ყველას მოსწონდეს, ვისაც არ მოსწონს უნდა იყოს განეიტრალებული, განდევნილი, დაჩაგრული და ნაცემი, ამიტომ ქმნის დაჯგუფებას – ეს უკავშირდება ქიმერული შიშის დანერგვას, რომ ადამიანები ფიქრს და პროტესტს გადააჩვიონ

დიმიტრი პესკოვი პუტინი-ფაშინიანის საუბარზე – ხაზი გაესვა სომხეთში რეფერენდუმის, რაც შეიძლება მალე ჩატარების აუცილებლობას, რათა განისაზღვროს, თუ რომელი მიმართულებით სურს სომეხ ხალხს სვლა