ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პრე-სეზონის პირველ მატჩში “სან ანტონიო სპურსი” “ოკლაჰომა სითი თანდერთან” 107:112 დამარცხდა.
“ტეხასელთა” რიგებში სანდრო მამუკელაშვილი მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შევიდა. ქართველმა კალათბურთელმა 17:41 წუთში 14 ქულა, 3 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი მიითვალა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე “ოკლაჰომას” კალათბურთელი აჯაი მიჩელი გახდა, ბელგიელმა 19 ქულა, 2 მოხსნა და 2 ასისტი დააგროვა.
“სპურსის” ლიდერსა და NBA-ის ამომავალ ვარსკვლავ ვიქტორ ვემბანიამას აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.
“სან ანტონიო” პრე-სეზონის მორიგ მატჩს 10 ოქტომბერს, “ორლანდო მეჯიქის” წინააღმდეგ გამართავს.