ვახო სანაია: არ ვიცი, რა სიტყვებით უნდა გამოვხატო ის აღფრთოვანება, რასაც ემიგრანტები გვაჩვენებენ

“არ ვიცი, რა სიტყვებით უნდა გამოვხატო ის აღფრთოვანება, რასაც ემიგრანტები გვაჩვენებენ. როგორ იბრძვიან ოჯახებისა და ამ ქვეყნის მატერიალურად გადასარჩენად ამდენი წელია და როგორ იბრძვიან ახლა უკვე კონკრეტულად ამ არჩევნებზე, მიუხედავად ყველანაირი დაბრკოლებისა. როგორი მობილიზაციაა და რა მანძილის დაფარვა უწევთ, რომ იმ თავისი ერთი ხმით შეცვალონ საქართველოს აწმყო და მომავალი.
ჩვენ, საქართველოში მყოფნი, არც ერთი არ უნდა დავრჩეთ 26 ოქტომბერს სახლში და მაღალი გამოცხადებით წელში გადავამტვრევთ რუსულ რეჟიმს,” – წერს ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში.