“გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” ახალი სეზონით ბრუნდება – პროექტის მთავარი მხარდამჭერია

“გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის” ახალი სეზონი Youtube-ზე გრძელდება. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, გადაცემა ახალი რესპონდენტებითა და აქტუალური პერსონებით ბრუნდება.
გადაცემის მიზანი უცვლელი რჩება – მაყურებლებს გააცნოს იმ ადამიანების შეხედულებები, მსოფლმხედველობა და ინტერესები, რომლებიც ქვეყნის საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებას განსაზღვრავენ; ხელი შეუწყოს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების მიღებას და კარგად ნაცნობი ადამიანების უცნობი პერსონების აღმოჩენას.
„არ გაჩერდეს“ რუბრიკის ფარგლებში კი რესპონდენტები იმ მთავარ მამოტივირებელ ფაქტორებზე ისაუბრებენ, რომლებიც მათ არგაჩერებისკენ უბიძგებს.
ახალი სეზონის პირველი ეპიზოდი სამშაბათს, 8 ოქტომბერს, 21:00 საათზე დაიდება.
გადაცემის პირველი სტუმარი ჟურნალისტი და მთარგმნელი, თეა გვასალია იქნება.
იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ ახალი ეპიზოდები, გამოიწერეთ Youtube არხი -„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ და თვალი ადევნეთ სიახლეებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე ნიკოლოზი: პატრიარქმა ბევრჯერ თქა, რომ მე ბოლო პატრიარქი ვარ, სულ ვფიქრობდით, რას ნიშნავს, როგორ არის ბოლო პატრიარქი. დღეს კი არავის ეპარება ეჭვი, რომ უახლოეს მომავალში ასეთ პატრიარქს არ უნდა ველოდოთ

სამირა ბაირამოვა: მარნეულში 22 მარტში ჩინარის ბაირამია და სოფელ ჯანდარში დიდი ზეიმით აღინიშნებოდა და მოსახლეობა განცხადებას ავრცელებს, რომ ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩინარის ტერიტორიაზე დაგეგმილი ღონისძიებები ჩატარდეს მუსიკის გარეშე, ყოველგვარი ხმაურიანი აღნიშვნების გარეშე და უფრო თავშეკავებულ ფორმატში