“გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” ახალი სეზონით ბრუნდება – პროექტის მთავარი მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“

“გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის” ახალი სეზონი Youtube-ზე გრძელდება. „ს“ მხარდაჭერით, გადაცემა ახალი რესპონდენტებითა და აქტუალური პერსონებით ბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, გადაცემის მიზანი უცვლელი რჩება – მაყურებლებს გააცნოს იმ ადამიანების შეხედულებები, მსოფლმხედველობა და ინტერესები, რომლებიც ქვეყნის საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებას განსაზღვრავენ; ხელი შეუწყოს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების მიღებას და კარგად ნაცნობი ადამიანების უცნობი პერსონების აღმოჩენას.
„არ გაჩერდეს“ რუბრიკის ფარგლებში კი რესპონდენტები იმ მთავარ მამოტივირებელ ფაქტორებზე ისაუბრებენ, რომლებიც მათ არგაჩერებისკენ უბიძგებს.
ახალი სეზონის პირველი ეპიზოდი სამშაბათს, 8 ოქტომბერს, 21:00 საათზე დაიდება.
„გადაცემის პირველი სტუმარი ჟურნალისტი და მთარგმნელი, თეა გვასალია იქნება.
იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ ახალი ეპიზოდები, გამოიწერეთ Youtube არხი -„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ და თვალი ადევნეთ სიახლეებს“, – ნათქვამია „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მათიკაშვილმა – სალომე ზურაბიშვილს სისულელის კეთებაში ბადალი არ ჰყავს – მისგან არაფერი გაგვიკვირდება, თუმცა ვიმედოვნებთ, მძიმე კონსტიტუციურ სისულელეს, სამართლებრივ ნონსენსს არ ჩაიდენს, უფრო მასხრად არ აიგდებს თავს