ირაკლი ქადაგიშვილი – ვხედავთ, რომ საარჩევნო კამპანიას საქართველოში უცხო სახელმწიფოები ატარებენ თავიანთი საელჩოებისა და სპიკერების საშუალებით – ეს არის ქვეყნის დამოუკიდებლობაზე გადავლა! ასეთი აქტიური გარე ჩარევა არასდროს მომხდარა!

დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ საარჩევნო კამპანიას საქართველოში უცხო სახელმწიფოები ატარებენ თავიანთი საელჩოებისა და სპიკერების საშუალებით – ეს არის ქვეყნის დამოუკიდებლობაზე გადავლა! ასეთი აქტიური გარე ჩარევა არასდროს მომხდარა! – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.
ქადაგიშვილის აზრით, „გამოკვეთილად ჩანს, რომ პრეზიდენტს და დასავლეთის გარკვეულ წრეებს საქართველოსთან დაკავშირებით კონკრეტული მიზანი აქვს და ცარიელი პროპაგანდაა ის, თითქოს საქართველოში დემოკრატიამ უკან დაიხია, მთავრობამ ევროატლანტიკურ კურსს გადაუხვია და საკენ მიდის“.
„ეს ყველაფერი ემსახურება მიზანს, რომ საქართველოს მოსახლეობა დააშანტაჟონ და ისეთი ხელისუფლება მოიყვანონ, რომელიც პირველ რიგში დააყენებს არა საქართველოს ინტერესებს, არამედ გარე პროექტის შემსრულებელი იქნება. ასეთი გარე ჩარევა არასდროს მომხდარა – ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს საარჩევნო კამპანიას საქართველოში უცხო სახელმწიფოები ატარებენ – თავიანთი საელჩოებისა და სპიკერების საშუალებით. ეს არის ქვეყნის დამოუკიდებლობაზე გადავლა. ეს არის ის, რისი წინააღმდეგიც არის „ქართული ოცნება“ და რისი წინააღმდეგია ნებისმიერი სახელმწიფო, ვისაც ოდნავი თავმოყვარეობა გააჩნია.
ქვეყანამ ყველა ქმედითი ნაბიჯი გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე, ქვეყანაში არის დემოკრატია, თავისუფლება და შეტევა არის ასეთ ქვეყანაზე. რატომ არის შეტევა? – იმიტომ, რომ აღმოჩნდა ომისა და მშვიდობის საკითხები, სადაც გარკვეული განსხვავება არსებობს და ამ დიდი ომის დროს, ამას ადვილად არავინ გიტარებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ადამიანებს მხოლოდ 2 სიტყვის გაგონება უნდათ: რუსეთი და ევროპა, სხვა არ არსებობს არაფერი, არსებობს თეთრი და შავი – გუშინ ეს ისტერია უცხოური დაფინანსებით იყო ორგანიზებული

შალვა პაპუაშვილი – გუშინ ჩვენ ვნახეთ როდიონოვები, სხვადასხვა ტანისამოსში, სქესში და ასაკში – ყველა, ვინც თავს ესხმოდა იქ ადამიანებს, ყველა ეს პირი თავისი არსით აგრძელებს იმ საქმეს, რაც მაშინ ნიჩბებით შეიარაღებულმა საბჭოთა რუსმა ჯარისკაცებმა ჩაატარეს