„ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ქედაში, მამუკა თურმანიძე, მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქედის დელეგატი, აჭარის უმაღლეს საბჭოში მამუკა თურმანიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფლების: ბალაძეების, გორგიულის, ჯანისის, ჯალაბაშვილების და ხარაულის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
მამუკა თურმანიძემ ისაუბრა „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შესახებ, ასევე არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე.
„ქართული ოცნების“ მმართველობის დროს დანდალოს თემში ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურული და სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა.შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.მოსახლეობამ დასვა რიგი საკითხები, რომელთა გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად ვიმსჯელეთ.ვაფასებ ჩემი მოქალაქეებისა და ამომრჩევლების მხარდაჭერას. არჩევნებამდე კიდევ უფრო ცოტა დრო დარჩა, მჯერა 26 ოქტომბერს ერთად გავიმარჯვებთ. ჩვენი გუნდის მთავარ მიზანს თავისი მოქალაქეებისთვის მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოს შექმნა წარმოადგენს. სოფლებში შეიქმნას და განხორციელდეს ისეთი პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების და მოსახლეობის ადგილზე დაკავებას და სოფლის ტრადიციების შენარჩუნებას,“- განაცხადა მამუკა თურმანიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი გახარიას პარტიას – ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჩემში ინვესტიციის ჩადება დაწყებული აქვს 2014 წლის დეკემბრიდან, მას შემდეგ ეს არ უნანია, განსხვავებით თქვენი თავმჯდომარისგან, რომელიც მელიას გამო გადადგა