განათლების სამინისტრო ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ სკოლებში შესულ შეტყობინებაზე – სკოლებმა პროტოკოლის მიხედვით იმოქმედეს – მოსწავლეებსა და თანამშრომლებს საფრთხე არ ემუქრებათ

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლების ნაწილში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის შემდეგ, მათ პროტოკოლის მიხედვით იმოქმედეს.
როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, სკოლის მოსწავლეებსა და თანამშრომლებს საფრთხე არ ემუქრებათ.
„თბილისის მასშტაბით რამდენიმე სკოლაში შევიდა შეტყობინება. სკოლებმა შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით იმოქმედეს. სკოლის მოსწავლეებსა და თანამშრომლებს საფრთხე არ ემუქრებათ,“- აცხადებენ განათლების სამინისტროში.
ცნობისთვის, ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო, თბილისის რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთი – თბილისის თავისუფალი სკოლის მოსწავლის მშობელმა განუცხადა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოსწავლეებს სკოლა, დაახლოებით 1 საათის წინ დაატოვებინეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა „მთავარ არხზე“ – გამოძიება დაწყებულია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იურიდიული პირის კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე

ნუგზარ წიკლაური – „ლელო“ და გახარიას პარტია შეერთდნენ ივანიშვილის სახელით – დღეს გახარიასგან გასაოცარი განცხადება მოვისმინეთ, თან ამომრჩეველს მოუწოდებს, მივიდეს „დიდგორში“ – ეს ნაბიჯი უმძიმესი პოლიტიკური შეცდომაა