კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერები, ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებულ საკითხებზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერები, ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შესახვედრად მივიდნენ.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე, სალომე ზურაბიშვილი კოალიციის ლიდერებს: ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიას და ზურაბ ჯაფარიძეს ე.წ. ტექნიკური მთავრობის წევრებსა და პრემიერ-მინისტრობის შესაძლო კანდიდატს დაუსახელებს.
როგორც კოალიციის ლიდერებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს, მათ არ აქვთ არანაირი ინფორმაცია, თუ ვის კანდიდატურას დაუსახელებს პრეზიდენტი.
ცნობისთვის, ოპოზიციურმა ძალებმა ხელი მოაწერეს პრეზიდენტის ინიციატივით შედგენილ „ქართულ ქარტიას“, რომლითაც ქარტიაზე ხელმომწერები მთელ რიგ ვალდებულებებთან ერთად, იმის ვალდებულებასაც იღებენ, რომ შეასრულებენ ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე და შესრულებისთანავე ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში. ასევე, დებენ პირობას, რომ ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე პასუხისმგებელი იქნება ე.წ. ტექნიკური მთავრობა, რომელსაც წარადგენს საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას უკვე შერჩეული ჰყავს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, რომელსაც „საზოგადოების მაღალი ნდობა გააჩნია“.
„ორშაბათს მინდა დავიწყო პარტიებთან შეხვედრები, იმისთვის, რომ არჩევნებამდე ცოტა დროა დარჩენილი და დავიწყოთ მოლაპარაკებები კონკრეტულ კანდიდატურებთან დაკავშირებით. პარტიებს ექნებათ საშუალება, რომ წარადგინონ მინისტრობის კანდიდატურები. პოლიტიკოსები, ჯერჯერობით, ამ ეტაპზე – არა. პრემიერობის კანდიდატურა მყავს შერჩეული, ამ ნიშნით – პროფესიონალი, სანდოობით აღჭურვილი, მე მგონი ყველასთვის მისაღები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან