უკრაინის გენშტაბი ყირიმში რუსების მნიშვნელოვანი ობიექტის განადგურებას ადასტურებს

დროებით ოკუპირებულ ფეოდოსიაში მტრის ნავთობტერმინალზე წარმატებული დარტყმა განხორციელდა, – ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბი იუწყება.
„ობიექტის ტერიტორიაზე ხანძარი დაფიქსირდა, ზარალის შედეგები ზუსტდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
გენერალური შტაბის ცნობით, აღნიშნული ნავთობტერმინალი ყირიმში ყველაზე დიდია ნავთობპროდუქტების გადაზიდვის მოცულობით, რომელიც, სხვა დანიშნულებასთან ერთად, საოკუპაციო არმიის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად გამოიყენებოდა.
„დავალება შეასრულეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო ძალების ნაწილებმა უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან თანამშრომლობით“, – განმარტავენ გენერალურ შტაბში.
მათი მტკიცებით, ს ფედერაციის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შერყევის ღონისძიებები გრძელდება და შემდგომშიც გაგრძელდება.
შეგახსენებთ, მანამდე, რუსულმა „ტელეგრამ“ არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ფეოდოსიაში ნავთობსაცავზე დრონებით დარტყმა განხორციელდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – დაუნდობელი ცეცხლის ქვეშ მყოფი უკრაინა რეფორმებს რეფორმებზე ატარებს, ეს შთამბეჭდავია – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული და უკრაინა იმსახურებს წინსვლას

ვოლოდიმირ ზელენსკი – საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ძლიერი, მე-18 პაკეტი, მთავარი სამიზნეები უნდა იყოს რუსული ნავთობი, ჩრდილოვანი ფლოტი, ბანკები და სხვა ფინანსური ინსტრუმენტები