შალვა პაპუაშვილი სახალხო დღესასწაულს „ჰერეთობა-2024“ დაესწრო

პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის წევრებთან – ირაკლი ქადაგიშვილთან და გურამ მაჭარაშვილთან ერთად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს „ჰერეთობა -2024“ დაესწრო. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„დღეს, ლაგოდეხში „ჰერეთობა“ აღინიშნება, ამ მშვენიერი კუთხის დიდი დღესასწაული. დღე, რომელიც აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილებს და ლაგოდეხში ეს ერთობა განსაკუთრებულად იგრძნობა. ყველას ვულოცავ ამ დღესასწაულს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პრესსამსახურის ცნობით, საზეიმო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„ჩატარდა სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ადგილობრივი ღვინის მეწარმეების მიერ წარმოდგენილი ღვინოები და საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამზარეულოს კერძები. ასევე, გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა/გაყიდვა.
სადღესასწაულო ღონისძიებაზე, ლაგოდეხის საპატიო მოქალაქეები დაჯილდოვდნენ. სახალხო დღესასწაული გალა კონცერტით დასრულდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: ოღონდ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ოცნებამაც იცის და რა თქმა უნდა ხვალიდან გადაფსიხდება და კაცმა არ იცის კიდევ რა კანონებს მიიღებს და კიდევ რა გზით ეცდება ჩვენს გაჩუმებას