ანექსირებულ ყირიმში ნავთობის საცავი იწვის

გამთენიისას აფეთქებები იყო ს მიერ ანექსირებული ს საპორტო ქალაქ ფეოდოსიაში. რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, ფეოდოსიის ნავთობის ბაზაზე უკრაინული დრონებით შეტევა იყო.
ყირიმის რესპუბლიკის ე.წ. მეთაურის მრჩეველმა ოლეგ კრიუჩკოვმა ნავთობის ბაზაზე ხანძარი დაადასტურა, თუმცა, გამომწვევი მიზეზი არ დაუსახელებია.
ფეოდოსიის ე.წ. მერმა იგორ ტკაჩენკომ ადგილობრივი დროით დილის რვა საათისთვის ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ ნავთობის ბაზაზე „შემთხვევის“ გამო ახლომდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა. რა „შემთხვევაა“ ეს, ტკაჩენკოს არ დაუკონკრეტებია.
ტელეგრამ-არხმა Astra-მ გამოაქვეყნა სავარაუდოდ, ადგილობრივი მცხოვრების მიერ გადაღებული, ხანძრის ამსახველი ვიდეო. კადრს მიღმა ისმის ქალის ხმა, რომ ძლიერი აფეთქებები იყო, ხანძარია და ნავთობის ბაზას დაარტყეს.
გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, ფეოდოსიაში მდებარე ნავთობის ბაზა სააქციო საზოგადოება „ნავთობის საზღვაო ტერმინალია“, რომელზეც დრონებით დარტყმა იყო 2024 წლის მარტშიც. დღევანდელი შეტევის შესახებ ს ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
უკრაინას, რომელიც ორ წელზე მეტია რუსეთის სამხედრო აგრესიას ებრძვის, ანექსირებულ ყირიმში და რუსეთის ტერიტორიაზეც სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – სალომე ზურაბიშვილი იქნება არა ყოფილი პრეზიდენტი, არამედ გაგდებული პრეზიდენტი – მთავრობის ნებართვის გარეშე ვოიაჟები კონსტიტუციის დარღვევაა, მაშინ რად გვინდა კონსტიტუცია, თუ ჩვენი გადაწყვეტილებებით ვმოქმედებთ?