„მაშინ პრორუსად შემრაცხეს და ახლა ჩამოიხსნა ყველამ ნიღაბი“ – ლევან გაჩეჩილაძე

„მაშინ პრორუსად შემრაცხეს და ახლა ჩამოიხსნა ყველამ ნიღაბი“ – ლევან გაჩეჩილაძე
ყოფილი პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე „ტვ იმედთან“ აცხადებს:
„2008 წელს ვთქვი, რომ დიდი ეჭვი მაქვს, საქართველო გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის უნდა ამერიკას-მეთქი, მაშინ ეს რომ დაიწყო, პრორუსად შემრაცხეს და ახლა ჩამოიხსნა ყველამ ნიღაბი. უდიდესი იმპერიაა, მისი მთავარი პოლიტიკა ს დასუსტება და დაშლაა. შესაბამისად, უნდა, რომ ყველა ქვეყანა ამ პოლიტიკის ნაწილი იყოს.
ჩვენ როგორც კი ამ პოლიტიკის ნაწილი ვხდებით, ძალიან ბევრს ვკარგავთ. ვკარგავთ ადამიანებს, ვკარგავთ მიწას, სინდისს, ნამუსს, ისტორიას, კულტურულ ღირებულებებს, რელიგიას და ყველაფერს.
უნდა დავიცვათ ჩვენი ისტორია, იდენტობა, ქართველობა. თუ ყველაფერი დავკარგეთ ერთი დიდი იმპერიის ინტერესების გამო, ამის მომხრე არ ვარ.
დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს შტურმი რაც დასავლეთიდან მოდიოდა იყო ცალმხრივი და არ იყო მხოლოდ ერთი პირის მოსაზრება. ვიცოდი, რომ არსებობდა განსხვავებული აზრიც. გზა გვაქვს იმისთვის, რომ ევროპაშიც შევიდეთ და დასავლეთშიც ინტეგრირებულები ვიყოთ“

ასევე დაგაინტერესებთ