“ნაპოლისა” და “ინტერის” მატჩის შემდეგ, ამაში დავრწმუნდი” – რა თქვა ბუფონმა

ლეგენდარულმა იტალიელმა ჯანლუიჯი ბუფონიმ “ნაპოლისა” და “ინტერის” (0:3) მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ჯიჯის” თქმით, ამ შეხვედრის შემდეგ დარწმუნდა, რომ “ინტერი” არამხოლოდ იტალიაში, არამედ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია.
“ნაპოლისა” და “ინტერის” მატჩს თვალი მივადევნე. “ნერაძურიმ” გამარჯვება შესანიშნავ სტილში მოიპოვა, თანაც მოქმედ ჩემპიონებთან.
სიმართლე გითხრათ, ამ შეხვედრიდან ერთი დასკვნა გამოვიტანე, რომ “ინტერს” არამხოლოდ იტალიაში, არამედ ევროპაშიც ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია”, – განაცხადა ბუფონმა.