გიორგი მარგველაშვილი – სამშობლო უნდა გადავარჩინოთ

იმედი მაქვს გავიმარჯვებთ და 1000-ლარიანი პენსია ექნება ყველას, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი მარგველაშვილმა წალენჯიხაში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ მოქალაქეებს უთხრა, რომ ქვეყანა დატოვონ და შვილები „სკაიპით“ ზარდონ.
„ფარნავაზმა და ქუჯი ერისთავმა ერთიანი საქართველო შექმნეს თანხმობით. ვერ წარმოვიდგენდი, რომ საქართველოში იქნებოდა დაქუცმაცებული, დაყოფილი, ერთმანეთის საწინააღმდეგოდ დაგეშილი, მუდმივად ერთმანეთის ჩაძირვაზე ორიენტირებული სახელმწიფო სისტემა. ვერ წარმომედგინა, რომ ქვეყნის მშენებლობის ნაცვლად დავიწყებდით ერთმანეთის მტრობას, ბოლოს მივიდოდით იმ კატასტროფამდე, რასაც ჰქვია ოკუპანტისთვის ბოდიშის მოხდა. ეს ვერ წარმომედგინა!
ამის საპირისპიროდ ვხედავ, რომ ჩვენ ვერთიანდებით, ეს კოალიცია, სადაც გამარჯვების იმედით ვიბრძვი, ეს ჯგუფი თანხმობით შეიქმნა, მიზნების გააზრებით, რის გამოც სრულიად განსხვავებული ემოციის ხალხი გავერთიანდით, რათა სამშობლო უნდა გადავარჩინოთ. რეალურად უნდა მივცეთ ახალი არჩევანი იმ ხალხს, ვისაც 12 წელი, ყველაფერზე უჩიჩინებენ: ‘ხმა არ ამოიღო“, „ხმა ჩაიკმინდე“, “თუ რუსის ჩექმას არ ალოკავ ქვეყნის მტერი ხარ”.
შევადაროთ, რას აკეთებდა ბადრი ჯაფარიძე და და რა გააკეთა ბიძინამ. ანაკლიის პორტის გაქაჩვა საქართველოსთვის გეოპოლიტიკურად ნიშნავს რეალურ გარანტიებს, უსაფრთხოებისასაც. აკეთებდნენ ბადრი და მამუკა და ბიძინამ გააჩერა ეს. „ქართულმა ოცნებამ“ გვითხრა, წადით საქართველოდანო, იშრომეთ პოლონეთში და ასე შემდეგ, შვილები ზარდეთ „სკაიპით“. „ქართულმა ოცნებამ“ რა გააკეთა და პრეზიდენტს პენსია მოუხსნა, იმედი მაქვს გავიმარჯვებთ და 1000-ლარიანი პენსია ექნება ყველას. ეს არის რას აკეთებს ხელისუფლება – დაშლა, დაქუცმაცება, ჩაძირვა, გაღატაკება. მეორეა რაც ჩვენს კოალიციაში განხორციელდა – გაერთიანება, ერთი ძალით, ერთ მუშტად ყოფნა. ამას ბოლომდე გავიტანთ!- აღნიშნა მარგველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავნიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი

ხატია დეკანოიძე – წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობები განსაკუთრებით აქტიურდება, თუმცა ეს უშედეგოდ ჩაივლის – არავის ეშინია მათი

პეტრე ცისკარიშვილი – მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი