აქციის მონაწილეებმა, რომლებიც საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნას ითხოვენ, მსვლელობით საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გადაინაცვლეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა, მსვლელობით საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეებმა მთავარი მოთხოვნები გააჟღერეს, კერძოდ უცხოეთში დამატებითი საარჩევნო უბნები გახსნა და საკონსულო რეგისტრაციის პროცესის გამჭვირვალობა.
ისმოდა შეძახილები: “რატომ არ ხსნით დაარჩევნო უბნებს?”, ივანიშვილს ბოლო მოეღება”.
მათ ადგილზე იმ ქვეყნების ჩამონათვალი მიიტანეს, სადაც დამატებით საარჩევნო უბნების გახსნა სურთ. როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, არჩევნებში მონაწილეობა ყველამ უნდა შეძლოს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ერთადერთი გზაა მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა – მის ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის რუსულ რეჟიმს