„საქსტატი“ – თბილისობის დღესასწაულზე მისულ სტუმრებს 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღების საშულება მიეცათ

თბილისობის დღესასწაულზე მისულ სტუმრებს 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღების საშულება მიეცათ.
„საქსტატის“ ინფორმაციით, რიყის ტერიტორიაზე მოწყობილ საქსტატის სტენდთან ასობით ადამიანმა შეძლო აღწერის ჩატარების თარიღის, მისი მიზნებისა და ამოცანების, ასევე მონაცემთა შეგროვების მეთოდების, მეთოდოლოგიისა თუ კითხვარის შინაარსის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება.
“5 და 6 ოქტომბერს საქსტატის წარმომადგენლებმა, რიყეზე მოქალაქეებთან არა ერთი შეხვედრა გამართეს. ასევე, საინფორმაციო ბუკლეტები, ბრენდირებული მაისურები და ქუდები დაარიგეს.
6 ოქტომბერს კი სტენდთან მისულ მოქალაქეებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ეგებებოდა და აღწერის შესახებ დეტალურ ინფორმაციას თავადაც აწვდიდა. გოგიტა თოდრძემ აღწერის ფარგლებში არსებული დასაქმების შესაძლებლობის შესახებაც ისაუბრა და თბილისობის სტუმართა არა ერთ კითხვაზე გასცა პასუხი.
მოსახლეობის აღწერა საქართველოში 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდება, თუმცა ამინდის შესაძლო გაუარესების და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ზოგიერთ მაღალმთიან და ძნელად მისადგომ ადმინისტრაციულ ერთეულში, კერძოდ – მესტიაში, ლენტეხში, ყაზბეგში, დუშეთის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში (გუდამაყრის, ქვეშეთის, ხევსურეთის, უკანაფშავის, შატილის და მაღაროსკარის და ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში) და ახმეტის მუნიციპალიტეტში (მხოლოდ ომალოს ადმინისტრაციულ ერთეულში), მოსახლეობის აღწერა 2024 წლის 18 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ტარდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობები განსაკუთრებით აქტიურდება, თუმცა ეს უშედეგოდ ჩაივლის – არავის ეშინია მათი

პეტრე ცისკარიშვილი – მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი

ხატია დეკანოიძე – წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობები განსაკუთრებით აქტიურდება, თუმცა ეს უშედეგოდ ჩაივლის