გორში თეატრალური ფესტივალი „როტონდა“ საზეიმოდ გაიხსნა

გორში თეატრალური ფესტივალი „როტონდა“ საზეიმოდ გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ამავე ცნობით, ფესტივალს 5 ოქტომბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით ერისთავის თეატრი მასპინძლობს.
„პროექტის ფარგლებში გორს თბილისის სხვადასხვა თეატრი სტუმრობს. მაყურებელს ყველა ჟანრის სპექტაკლის ნახვის შესაძლებლობა ექნება. თეატრალური ფესტივალი “როტონდა” გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და დაფინანსებით ხორციელდება. გარდა სპექტაკლების ჩვენებისა, მოხდება განუხორციელებელი პიესების საჯარო კითხვა, შეხვედრები რეჟისორებთან და მსახიობებთან, ჩატარდება მასტერკლასები და ვორქშოფები. 12 ოქტომბერს კი საზეიმოდ გაიხსნება ერისთავის თეატრის დამსახურებული არტისტების დარეჯან ჭამაურისა და კახა ბერიძის ვარსკვლავები. ფესტივალი გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ხორციელდება”, – ნათქვამია გორის მერიის ინფორმაციით.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა