უბრალო ტურისტი არ ვარო, ეს ნიშნავს, ევროპაში ვცხოვრობ და სწავლის უფლება მაქვსო – ოდიშარია შვილის ინციდენტზე

„ქართული ოცნების“ პარლამენტარი, მილიონერი ბიზნესმენი გერმანიაში თავისი შვილის პოლიციასთან შელაპარაკების ამსახველ ვიდეოს ეხმაურება და აცხადებს, რომ „ბავშვს“ – 22 წლის ლაშა ოდიშარიას – არაფერი დაუშავებია, პოლიციელებმა კი ბოლოს ბოდიში მოიხადეს.
„პრობლემებს ეძებთ? ჩვენ უბრალოდ ვსეირნობდით და თქვენ ჩემს მეგობარს სტაცეთ ხელი. ახლა მე ჩემს ადვოკატს დავურეკავ. გითხარი ხო, რომ ჩვენ არ ვართ ჩვეულებრივი ტურისტები … აი ახლა უკვე შარში ხარ, ჩემო მეგობარო“, – ეუბნება ვიდეოში პოლიციის ოფიცერს ოდიშარიას 22 წლის შვილი, ლაშა ოდიშარია.
მის გარდა კადრებში, სამ პოლიციელთან ერთად ჩანს სულ მცირე 5 ახალგაზრდა კაცი.
ოდიშარია ამბობს, რომ „ბავშვები მიდიოდნენ სტადიონზე ნაკრების საგულშემატკივროდ, გააჩერეს უმიზეზოდ და დაუწყეს ჩხრეკა“. „იმედთან“ საუბარში ბექა ოდიშარია ამბობს:
„ჩემმა შვილმა უთხრა, უბრალო ტურისტი არ ვარო, რაც ნიშნავს, რომ მე ვარ ევროპაში მცხოვრები, მაქვს საბუთი სწავლის უფლების და ასე არიან დანარჩენი საზოგადოებაც. ამაში არ იყო ნაგულისხმევი, რომ რაღაც განსაკუთრებული ადამიანები, რასის წარმომადგენლები არიან“.
ბექა ოდიშარია ამბობს, რომ ამაყობს შვილით: „მეამაყება ჩემი შვილი, მისი საქციელიც. Spiegel-ი კიდევ სამარცხვინოდ იქცევა, რომ ასეთი თითიდან გამოწოვილი თემა დადო YouTube-ზე, რაც გამოიყენეს ჩვენმა ფეიკ არხებმა“.
ოდიშარიამ ახსენა „რადიო თავისუფლებაც“:
„მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მათ გაავრცელეს ის ვიდეო… ჯერ რა უფლება ჰქონდათ?! ბავშვებს ბოლოში [პოლიციელებმა] ბოდიში მოუხადეს და დღეს როცა იქექებოდნენ, არ ვიცი, „მთავარი” იყო თუ „რადიო თავისუფლება”, იქ უთხრეს, რომ ჩვენ არანაირი ინფორმაცია მაგ ხალხზე არ გვაქვსო. ე.ი. არაფერი არ დაუშავებიათ და ამიტომ არ აქვთ, ხომ, ინფორმაცია“?
„ბოდიში მოუხადეს, რომ შეეშალათ ვიღაც არაბებში და ასეთი დამოკიდებულება ქართულ პოლიციას სტუმრების მიმართ ნამდვილად არ აქვს… შემდეგ, ის არაბები დაიჭირეს თავისი რაღაც მოპარული ნივთებიანად და კადრებში ჩანს, რომ ეს ბიჭები წავიდნენ“, – ამბობს დეპუტატი.
„ეს ახალგაზრდები საქართველოდან არაფერში დამნაშავე არ იყვნენ და წავიდნენ, ხელწერილიც კი არ დააწერინეს“, – ამბობს იგი.
მიუხედავად შელაპარაკებისა, ქართველ ტურისტებს კანონი არ დაურღვევიათ და მათ წინააღმდეგ რაიმე ტიპის სამართლებრივი პროცესი არ დაწყებულა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ოლექსი რეზნიკოვი – ზელენსკის აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, ქიმია, დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, მეფეები და მსოფლიოს სხვა ლიდერები, მოუსმინონ და პატივი სცენ – უკრაინას ძალიან გაუმართლა!

ოლექსი რეზნიკოვი – ოვალურ კაბინეტში ცნობილი შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა თავი შუამავლად მოიხსენია – თუ მან ეს როლი აირჩია, რატომ უნდა ვაცნობოთ შუამავალს, უკრაინა რის გაკეთებას აპირებს?

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით – თუ ვინმე ზეწოლას არ ახდენს და ომს მეტ დროს აძლევს სიცოცხლის შესაწირად, ეს თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობაა

მამუკა ხაზარაძე მოსამართლეს – წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ სასამართლოში? ადამიანი, რომელიც არაკანონიერი კომისიის თავმდჯომარეა, ადამიანი, რომელმაც მისი თანაშემწის „სიგნალის“ „ჩათით“ დამიბარა, მოდიო – ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?!