თამარ კორძაია – კომუნიკაციების ეროვნული კომისია ნომერ პირველი ცენზორი, გამოხატვის თავისუფლების ჯალათი გახდა და არა დამცველი

კომუნიკაციების ეროვნული კომისია ამ ქვეყანაში ნომერ პირველი ცენზორი, გამოხატვის თავისუფლების ჯალათი გახდა და არა დამცველი, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თამარ კორძაიამ განაცხადა, რითაც „მთავარი არხის“, „ტვ-პირველისა“ და „ფორმულას“ ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა.
სამი ტელეკომპანიის ერთობლივი განცხადების შესახებ საუბრისას თამარ კორძაიამ განაცხადა, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია „გამოხატვის თავისუფლების ჯალათია“.
„კომუნიკაციების ეროვნული კომისია ამ ქვეყანაში ნომერ პირველი ცენზორი გახდა, იმიტომ რომ პირველი გადაწყვეტილება, რის გამოც კომისიამ ეს ტელევიზიები დაასანქცირა, სიძულვილის შემცველი კლიპის ეთერში გაშვება იყო, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს თავს ესხმის. ამ ეტაპზე უკვე ეს ბანერები სატელევიზიო რეკლამის სახით უნდა განათავსონ, რაზეც ტელევიზიებმა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას წინასწარ გაუგზავნეს კითხვა, ჩაესვათ თუ არა. კომისია ავალებს, რომ ეს რეკლამა ჩასვან. კომისია ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების ჯალათია და არა დამცველი“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
ამასთან, „ერთობა – ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „მთავარმა არხმა“, „ტვ-პირველმა“ და „ფორმულამ“ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ „ისინი არ აპირებენ ხელი შეუწყონ „ქართული ოცნების“ რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას“. აღნიშნული ტელეკომპანიები უარს ამბობენ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ბანერების ეთერში გაშვებაზე, რომლებიც მმართველ პარტიას ქუჩებში, ბილბორდებზე აქვს გამოფენილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესო დონაძე – მხოლოდ ლილუაშვილი და მიქაუტაძე ვერ დაალაგებდა ამხელა სქემას, ასეთ საკითხებს სჭირდება პრემიერის განკარგულება – „ოცნების“ მხარდამჭერს კორუფციაზე პრობლემა არ აქვს, ამიტომ დააკავშირეს ლილუაშვილი ოპოზიციასთან

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილი არ დამალვია გამოძიებას, ჩხრეკა რომ ჩატარდა მის სახლში, იმის შემდეგ ელოდებოდა გამოძახებას, რათა ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა – მის პოზიციას ბრალდების წარდგენის შემდეგ შევიტყობ