რამშტაინის შეხვედრაზე ზელენსკი დასავლელ მოკავშირეებს „გამარჯვების გეგმას“ წარუდგენს

გერმანიაში, რამშტაინის სამხედრო ბაზაზე, უკრაინის დახმარების საკოორდინაციო მორიგი შეხვედრის მონაწილეებს წარუდგენს თავის „გამარჯვების გეგმას“, – იტყობინება Reuters-ის სააგენტო, რომელიც ეყრდნობა უკრაინის პრეზიდენტის, ს მიერ Telegram-ის არხით გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად, შეხვედრა გაიმართება 12 ოქტომბერს.
„ჩვენ წარვადგენთ გამარჯვების გეგმას, მკაფიო, საგანგებო ნაბიჯებს ამ ომის სამართლიანი დასრულებისთვის“, – წერს ზელენსკი.
უკრაინა, რომელიც მეზობელ – ბევრად დიდ რუსეთთან ათასი დღეა ომს აწარმოებს, ბოლო თვეებში მიანიშნებს ომის დასრულების გეგმის თაობაზე. ამ გეგმის დეტალები არ გამოქვეყნებულა, მაგრამ როცა ზელენსკი -ში იყო, მან ის გააცნო აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და პრეზიდენტობის ორივე კანდიდატს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, გეგმა შეიცავს „არაერთ პროდუქტიულ ნაბიჯს“, რომლებშიც აშშ უკრაინას მხარში დაუდგებოდა.
თუმცა, გაზეთი Wall Street Journal-ი ამერიკელ ანონიმურ მოხელეზე დაყრდნობით, წერდა, რომ გეგმა შეიცავს ბევრჯერ გამოთქმულ თხოვნას, მიაწოდონ უკრაინას მეტი იარაღი, მოუხსნან კიევს შორს მოქმედების იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვა და, რომ მასში არ არის კომპლექსური სტრატეგია.

ასევე დაგაინტერესებთ