მარგუს ცაჰკნა – პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისთვის მთავრობა ჯერჯერობით არ ემზადება

პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისთვის მთავრობა ჯერჯერობით არ ემზადება, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ესტონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენი მკაფიო პოზიციაა, რომ „ჰამასი“ და „ჰეზბოლა“ ტერორისტული ორგანიზაციებია. საერთაშორისო სამართლის თანახმად ისრაელს საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვს და ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. ამიტომ, ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა“, – განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისთვის ჯერჯერობით არ ემზადება.
„აქამდე ჯერ კიდევ შორს არის. ეს სრულიად სხვა განსახილველი საკითხია“, – აღნიშნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო ბაიდენი – 91 წლის წინ, იოსებ სტალინმა და საბჭოთა რეჟიმმა ჰოლოდომორი მოაწყო, რომელმაც მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა – უკრაინელი ხალხისადმი ჩემი გზავნილი ნათელია: აშშ თქვენს წარსულს პატივს მიაგებს და თქვენს გვერდით დგას