ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, კვლევითმა კომპანია Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის მორიგი გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, პარტიების რეიტინგები ალოკაციით, შეწონვის მეთოდით შემდეგნაირად განაწილდა:
· ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – 33%
· ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო – 19%
· კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა – 13%
· ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები – 12%
· გახარია – საქართველოსთვის – 11%
· ლეიბორისტული პარტია – 4%
· გირჩი (იაგო ხვიჩია) – 4%
· პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო – 3%
· სხვა პარტიები – 1%
ფორმულას ცნობით, კვლევის ფარგლებში პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 200 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
კვლევის შედეგების ცდომილება არის +/- 2.8%, 95%-იანი სანდოობით. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 17-29 სექტემბრის შუალედში.
ფორმულას დაკვეთით, 10-22 სექტემბერს ჩატარებული Edison Research-ის კვლევის მიხედვით, პარტიული რეიტინგები ნახეთ აქ.