ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის თანამშრომელი ხიდან ჩამოვარდა და დაიღუპა

ბათუმში, გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის თანამშრომელი მებაღე ხიდან ჩამოვარდა და დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, აჭარა თაიმსი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ 67 წლის კაცი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, როცა ჩამოვარდა. მან სახის მრავლობითი ტრამვა მიიღო. დაშავებული საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
იყო თუ არა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უსაფრთხოების ნორმები დაცული, ამ ეტაპზე უცნობია, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი – პრეზიდენტთან შეხვედრისას არანაირი საუბარი სანქციებზე არ ყოფილა, საუბარი მის წარმატებულ ვიზიტს შეეხო – ყველას ინტერესია, რომ საქართველო მალე დაწინაურდეს ევროინტეგრაციის გზაზე