მამარდაშვილის მესამე მშრალი მატჩი – “ვალენსია” “ლეგანესს” ფრედ ეთამაშა

ლა ლიგის მეცხრე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „ლეგანესს“ დაუზავდა – 0:0.
თამაში რბილად რომ ვთქვათ, ლამაზი სანახავი არ იყო, მომენტები იშვიათად იქმნებოდა, ყველაზე რეალური შანსი მასპინძლებს კომპენსირებულ დროში ჰქონდათ, მაგრამ როდრიგესმა ბურთი ძელს გაარტყა.
სტუმართა გუნდის მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე ტურნირზე მესამედ შეინახა კარი მშრალად. მისი თამაში sofascore-მ 6.6 ქულით შეაფასა, whoscored-მა და flashscore-მ კი 6.3-ით.
„ვალენსია“ 6 ქულით მე-18 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 21 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე „ლას-პალმასთან“ გამართავს.
ლეგანესი – ვალენსია 0:0

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში