როგორც იცით, 31 წლის ნახევარცმველი პოლ პოგბა დოპინგ-სკანდალში გაეხვა და თამაში 4 წლით აეკრძალა.
თუმცა, ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფრანგი მოედანს 2025 წლის სეზონში დაუბრუნდება.
“როგორც იქნა, კოშმარი დასრულდა და შემიძლია მოუთმენლად დაველოდო იმ დღეს, როდესაც შევძლებ ჩემი ოცნებების კვლავ ახდენას. ეს იყო ძალიან დამთრგუნველი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, ყველაფერი, რაზეც ამდენი ვიმუშავე, უეცრად შეჩერდა, მადლობა სიყვარულისთვის და მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ. ერთი სული მაქვს მოედანზე დავბრუნდე!”, – აცხადებს ფრანგი.
პოგბას “იუვენტუსთან” კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. ამჟამად ის,
რეგულაციის შესაბამისად, იტალიური კლუბისგან მინიმალურ ხელფასს იღებს – თვეში 2 000 ევროზე ოდნავ მეტს.