თინა ხიდაშელი – არჩევნებამდე 3 კვირაა დარჩენილი და ქვეყანაში არცერთი კრიტერიუმით არ არის არც სამართლიანი, არც თავისუფალი საარჩევნო გარემო – ხალხს თუ გაუჩნდა იმის რწმენა, რომ არჩევნები მოპარეს, მას ვერაფერი გააჩერებს

თუ ხელისუფლება მოახერხებს, ს შემდეგ ქვეყანაში არ იყოს ძალადობის მანიფესტაცია და გაუგონარი მეთოდებით არ შეეცდება არჩევნების შედეგების გადაწერას, თუ კი არჩევნების შედეგი იქნება ამომრჩევლის ნების ადეკვატური, იქ აღარავინ დაიწყებს ერთი პროცენტის და ნახევარი პროცენტის თვლას , – ამის შესახებ “სამოქალაქო იდეის” ლიდერმა, თინა ხიდაშელმა პალიტრანიუსის გადაცემა “360 გრადუსში” მოახლოებულ არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, 2012 წელს მიხეილ სააკაშვილმა გააყალბა არჩევნების შედეგები, მაგრამ ვინაიდან, არჩევნების შედეგებმა ასახა ამომრჩევლის ნება, აღარავინ გაჰკიდებია შემდეგ კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე გაყალბებას.
“არჩევნებამდე სამი კვირა არის დარჩენილი და ქვეყანაში არც ერთი კრიტერიუმით არ არის არც სამართლიანი, არც თავისუფალი საარჩევნო გარემო. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვუყურებთ არა მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას, არამედ მენტალურ ძალადობას ამომრჩეველზე, ვუყურებთ ძალადობს მედიიდან, საოცარ დეზინფორმაციულ ნიაღვარს, ადმინისტრაციული რესურსების უსაზღვრო გამოყენებას ხელისუფლების მხრიდან და ყველა სახელმწიფო ბიუჯეტის გათვალისწინებული ბენეფიტის მიწერას ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტიისთვის.
ამ ყველაფრის მიუხედავად, თუ ხელისუფლება მოახერხებს, 25-26-27 ოქტომბერს ქვეყანაში არ იყოს ძალადობის მანიფესტაცია და გაუგონარი მეთოდებით არ შეეცდება არჩევნების შედეგების გადაწერას, თუ კი არჩევნების შედეგი იქნება ამომრჩევლის ნების ადეკვატური, იქ აღარავინ დაიწყებს ერთი პროცენტის და ნახევარი პროცენტის თვლას.
2012 წელსაც გააყალბა არჩევნების შედეგები მიხეილ სააკაშვილმა, მაგრამ ვინაიდან არჩევნების შედეგებმა ასახა ამომრჩევლის ნება, აღარავინ გაჰკიდებია შემდეგ კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე გაყალბებას.
ყველა კვლევაში ქართველი ამომრჩევლის 60%-ზე ცოტა მეტი ამბობს, რომ ხელისუფლების ცვლილებას უჭერს მხარს. “ქართული ოცნება” ამბობს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა აიღოს ამ არჩევნების შედეგად. შესაბამისად, გასაგებია, რა შემთხვევაში რა არ იქნება მისაღები საზოგადოებისთვის”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ხიდაშელის თქმით, საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აღარ ენდობიან, თუმცა, ქართული არასამთავრობო სექტორის, მედიისა და, ზოგადად, ქართველი ამომრჩევლის მიმართ მათი ნდობა მაღალია.
“იმის მიუხედავად, რამდენად დიდიც არ უნდა იყო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, ძირითადი წნეხი, ძირითადი მამოძრავებელი ძალა სადამკვირვებლო საქმიანობაში არიან ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები. დასავლეთში ქართული არასამთავრობო სექტორის მიმართ ნდობა ძალიან მაღალია. ძალიან მაღალი არის კონსულტაციის ხარისხი, რომელშიც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობენ, გაცილებით უფრო მაღალი, ვიდრე დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა, ესაუბრონ საკუთარ კოლეგებს დასავლეთში. ამიტომ, ყველა დაელოდება იმ დასკვნებს, რომელიც დაიდება არჩევნების შემდეგ სადამკვირვებლო ორგანიზაციებიდან.
დასავლეთში ქართველი ამომრჩევლის მიმართ რწმენა არის ძალიან მაღალი, რომ ქართველი ხალხი თავის საქმეს გააკეთებს. მთავარი ბრძოლის ველი იქნება მას შემდეგ, რაც ხმები დაითვლება.
საერთოდ, ქუჩაში ხალხი გამოჰყავს ხელისუფლებას. არასდროს არ გამოსულა ხალხი ქუჩაში ოპოზიციის გამო. ისინი ყოველთვის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიან. ხალხს თუ გაუჩნდა იმის რწმენა, რომ არჩევნები მოჰპარეს, მას ვერაფერი გააჩერებს”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკო მანაგაძე: ადრე თუ გვიან ყველაფერი სრულდება. რამდენი ტიტუშკა არბენინა, რამდენი ფიტული აგორავა აუდიტორიების შესავსებად, რამდენი სტუდენტი აცემინა, მაგრამ მაინც ასე დაამთავრა – წავიდა