ო’ბრაიენი: შეშფოთებული ვარ კანონით, რომელიც საქართველოს ევროპისგან დაშორების რისკს ატარებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრავიზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენი საქართველოს პარლამენტის მიერ ჰომოფობიური და პროპაგანდისტული კანონის მიღებას ეხმაურება.
“შეშფოთებული ვართ ხელმოწერილი კანონით, რომელიც ზღუდავს თავისუფლებებს და საქართველოს ევროპისგან დაშორების რისკს ატარებს. ყოველთვის აიმაღლებს ხმას ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური უფლებების დასაცავად”, – წერს ის X-ზე.
Concerned about the legislation signed into law that restricts freedoms and risks moving Georgia away from Europe. The U.S. will always speak up in defense of human rights and fundamental freedoms for all.— Assistant Secretary Jim O’Brien (@StateEUR) October 4, 2024
***