ვლადიმერ პუტინმა რუსეთში “ქართული დიასპორის” ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე პრეზიდენტთან არსებული ერთაშორისი ურთიერთობების საბჭოს შემადგენლობაში შეიყვანა.
შესაბამის ბრძანებაში ცვლილებას რუსეთის პრეზიდენტმა ხელი დღეს, 4 ოქტომბერს მოაწერა – ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული და სამთავრობო მედია TASS აქვეყნებს.
“საბჭოს შემადგენლობაში შეყვანილ იქნეს დავით ცეცხლაძე – საზოგადოებრივი ორგანიზაციის “რუსეთში ქართული ფედერალური ნაციონალ-კულტურული ავტონომიის” პრეზიდენტი”, – ნათქვამია ბრძანებაში.