გიორგი ტყემალაძე – ოპოზიციონერი კოლეგები აგრძელებენ ბოიკოტს, თუმცა ეს ბოიკოტი არის არა საკრებულოს მიმართ, არამედ თბილისელების და იმ ამომრჩევლების მიმართ, რომლებმაც მათ მხარი დაუჭირეს

ოპოზიციონერი კოლეგები აგრძელებენ ბოიკოტს, თუმცა ეს ბოიკოტი არის არა საკრებულოს მიმართ, არამედ თბილისელების და იმ ამომრჩევლების მიმართ, რომლებმაც მათ მხარი დაუჭირეს – ამის შესახებ თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა.
„ოპოზიციონერი კოლეგები აგრძელებენ ბოიკოტს, თუმცა ეს არ არის ბოიკოტი საკრებულოს მიმართ, ეს ბოიკოტი არის თბილისელებისა და იმ ამომრჩევლების მიმართ, რომლებმაც მათ მხარი დაუჭირეს. უმჯობესია, ისინი ისხდნენ სხდომათა დარბაზში, მიიღონ მონაწილეობა კომისიის სხდომებში და აიღონ პასუხისმგებლობა იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ჩვენი ქალაქისთვის, თბილისელებისთვის, აუცილებელი და მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო