ეროვნულმა ბანკმა იპოთეკით დაცული ობლიგაციების კონფერენციას უმასპინძლა

საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, იპოთეკით დაცული ობლიგაციებისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კონფერენციის მიზანი საქართველოში იპოთეკით დაცული ობლიგაციების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა და სებ-ის მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შეფასება იყო.
მათივე ცნობით, ღონისძიებაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და საკრედიტო სარეიტინგო ორგანიზაცია Moody’s-ის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. კონფერენციას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკები და სხვა დაინტერესებული პირები.
სიტყვით გამოსვლისას ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ ხაზი გაუსვა იპოთეკური ობლიგაციების ბაზრის განვითარების მნიშვნელობას ქვეყნის ფინანსური ლანდშაფტისთვის.
„სებ-ი ხელს უწყობს იპოთეკით დაცული ობლიგაციების, როგორც საფინანსო სექტორისთვის ალტერნატიული დაფინანსების წყაროს განვითარებას საქართველოში და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ყველა ღონისძიებას მივმართავთ, რათა აღნიშნული მიმართულება რაც შეიძლება მცირე ვადაში გახდეს ხელმისაწვდომი ბაზრისთვის“, – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
ღონისძიების ფარგლებში პრეზენტაციები წარადგინეს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის, EBRD-ისა და Moody-ის წარმომადგენლებმა და მათ ქართული საბანკო სექტორი და იპოთეკით დაცული ობლიგაციების ბაზრის განვითარების პერსპექტივები მიმოიხილეს.
„როგორც EBRD-ის კაპიტალისა და ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის რეგიონული პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა რადა ტომოვამ აღნიშნა, საქართველოში იპოთეკით დაცული ობლიგაციების საკანონმდებლო ჩარჩო სრულად შეესაბამება ევროკავშირის იპოთეკით დაცული ობლიგაციების დირექტივას. საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია Moody’s-ის წარმომადგენლებმა თავის მხრივ ხაზი გაუსვეს, რომ საქართველოში იპოთეკით დაცულ ობლიგაციებს საინვესტიციო რეიტინგის მიღების შესაძლებლობა ექნება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – კობახიძე ევროპას გამოჯანმრთელებას უსურვებს, როცა მისი განცხადება სიჯანსაღით არ გამოირჩევა, ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან ცეცხლთან თამაშია – „ოცნება“ მიჰყვება გეგმას, რომელიც მარტო ადგილობრივი წარმომავლობის არ არის

პროკურატურა – ბრალი წარედგინა დანაშაულებრივი ჯგუფის 12 წევრს, რომელთაც მრავალჯერადად მიმართეს „სოფლის განვითარების სააგენტოს“ და ყალბი დოკუმენტების საფუძველზე სააგენტოსგან მიღებულ დიდი ოდენობით თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ