ლავროვი აფხაზეთს ეკონომიკური დახმარების გაგრძელებას დაჰპირდა

აფხაზეთში საბიუჯეტო ხელფასების თანადაფინანსების შეჩერების შემდეგ, რითაც მოსკოვმა სოხუმი ვალდებულებების არშესრულებისთვის დასაჯა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აფხაზეთის [დე ფაქტო] ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბასთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, რომ გააგრძელებს აფხაზეთის დახმარებას სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. აქვე ლავროვმა აღნიშნა, რომ “სპეცოპერაციაში” მხარს უჭერს რუსეთს.
“აფხაზი მოხალისეები მონაწილეობენ ბრძოლებში დონბასში, რესპუბლიკის მოქალაქეები ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ და იღებენ რუსებს, რომლებიც იძულებულნი არიან დატოვონ თავიანთი სახლები, მათ შორის იღებენ ბავშვებს კურსკის რეგიონიდან გმირთა შთამომავლების ბანაკში”, – განაცხადა ლავროვმა.
სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროს, აფხაზეთის [დე ფაქტო] ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ 2008 წლამდე, სანამ “აფხაზეთს აღიარებდა, აფხაზი ხალხის ცნობიერებაში საქართველოს მხრიდან მორიგი აგრესიის შიში სჭარბობდა”.
” ჩვენ შორის დადებული შეთანხმებების შემდეგ. ეს საფრთხე უკანა პლანზე გადავიდა. ხალხმა დაიწყო ფიქრი ეკონომიკაზე, სოციალურ საკითხებზე”, – განაცხადა შამბამ.
შამბამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფხაზი ხალხი ყოველთვის პატიოსნად და კეთილსინდისიერად ასრულებდა მოკავშირის ვალდებულებას. ამის მაგალითად ასახელებს ორი მსოფლიო ომის მოვლენებს, ასევე რუსეთის “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, რომელშიც აფხაზი მოხალისეებიც მონაწილეობენ. მისი თქმით, აფხაზეთმა [დე ფაქტო] უკვე განახორციელა ორი ქვეყნის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროგრამის 45 პუნქტიდან 27.
“რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს რთული შიდაპოლიტიკური ვითარება, არის აზრთა სხვადასხვაობა. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველანი გამოვდივართ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან, ამიტომ ყველა ვალდებულებას შევასრულებთ”, – აღნიშნა შამბამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას

დავით ზურაბიშვილი: თქვე კაი დედმამიშვილებო: ყველაზე დიდხანს ვინც გყავდათ პრემიერი, კორუმპირებული აღმოჩნდა, ახლა ციხეში გყავთ; მანამდე ვინც იყო, ხაზარაძესთან ერთად შეთქმულება დაბრალდა და მონასტერშია შეფარებული რომ არ დაიჭირონ…