“რუსეთი ეთამაშება საქართველოს” – ზაქარეიშვილი ლავროვის განცხადებაზე

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივებთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირებების ფონზე, ს საგარეო საქმეთა მინისტრის, ს დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ 2008 წლის გადაწყვეტილებები “გადახედვას არ ექვემდებარება”, მოსკოვის თამაშს უწოდებს კონფლიქტოლოგი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.
“ლავროვი თამაშობს, რუსეთი ეთამაშება საქართველოს. რუსეთი ეხმარება ქართულ ოცნებას, რომ ამომრჩეველი მოატყუონ და შექმნან ილუზია, თითქოს რაღაც შესაძლოა დაიწყოს ს შემდეგ, თუ გაიმარჯვებს ქართული ოცნება. მაგრამ სინამდვილეში, მე არც მქონდა არანაირი ილუზია, რომ რაიმე შეიცვლებოდა. როგორც გარეჯის ამბები დასრულდა და ყველანი გაღიმებული დავრჩით, ასე იქნება ამ შემთხვევაშიც. არაფერი არ მოხდება, როგორც იყო არჩევნებამდე, ისე იქნება არჩევნების შემდეგაც”,- ამბობს ზაქარეიშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას.
მეორე მხრივ, როგორც ზაქარეიშვილი ამბობს, სოხუმი და ცხინვალი, სადაც ასევე ეშინიათ მოსკოვის მოსალოდნელი ნაბიჯების, ლავროვმა ამ განცხადებით დაამშვიდა.
“ცხინვალშიც და სოხუმშიც ნერვიულობენ, რაიმე ხომ არ ხდება განსაკუთრებულიო. ლავროვმა, პრაქტიკულად, როგორც საჯაროდ, ისე ტელევიზიით, დარწმუნებული ვარ კულუარულადაც, მკაფიოდ თქვა, რომ არაფერი საშიში არ არის და აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, რომც გადაიხედოს ეს დამოკიდებულება”, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.
ოსური მედიის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ახსარ ჯიოევთან მოლაპარაკებების გახსნისას განაცხადა, რომ 2008 წლის გადაწყვეტილებები “გადახედვას არ ექვემდებარება”.
“ჩვენ გავაგრძელებთ დახმარებას ჩვენი მეგობრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული სფეროს განვითარებისა და სახელმწიფოს გაძლიერების სხვა სფეროებში, როგორც ეს გათვალისწინებულია ორმხრივი შეთანხმებებით. ჩვენთვის ერთადერთი გზაა წინსვლა. 2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება”, – განაცხადა ლავროვმა.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა სამხრეთ ოსეთი და დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – თუ პრორუსული ხელისუფლება გადაწყვეტს, ქართველი ხალხის ნება გააყალბოს, მათთვის სერიოზული სუსხი წამოვა ქართველი ხალხისგან და დასავლეთისგან – ნებისმიერი კვლევა აჩვენებს მხოლოდ ერთს, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდება

თინა ხიდაშელი – არჩევნებამდე 3 კვირაა დარჩენილი და ქვეყანაში არცერთი კრიტერიუმით არ არის არც სამართლიანი, არც თავისუფალი საარჩევნო გარემო – ხალხს თუ გაუჩნდა იმის რწმენა, რომ არჩევნები მოპარეს, მას ვერაფერი გააჩერებს