პაველ ჰერჩინსკი – მოვუწოდებ ყველა ქართველს – წადით არჩევნებზე, მიეცით ხმა, თქვენი ხმა ნამდვილად მნიშვნელოვანია, საქართველოს ბედი თქვენს ხელშია

კიდევ ერთხელ მოვიწოდებ ყველა ქართველს, წავიდეს არჩევნებზე და მისცეს ხმა, მომავალი იქნება აბსოლუტურად აუცილებელი თქვენი ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეს თქვენ, ქართველმა ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოთ, რომელ პარტიას მისცემთ ხმას, მაგრამ ჩემზეა იმის მოწოდება, რომ გითხრათ: გთხოვთ, წადით და მიეცით ხმა, თქვენი ხმა ნამდვილად, ნამდვილად მნიშვნელოვანია. გულწრფელად ვიმედოვბენ, რომ მოახლოებულ, 26 ოქტომბრის არჩევნებში აქტივობა იქნება ისტორიულად მაღალი და თქვენ კოლექტიურად გადაწყვეტთ თქვენი ქვეყნის მომავალს“, – აღნიშნა ელჩმა.
კითხვაზე, რა აზრის არის პრეზიდენტ ს ინიციატივაზე, ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, ელჩმა უპასუხა:
„ევროკავშირი არ არის საარჩევნო პროცესის ნაწილი საქართველოში. ჩვენ არ ვმონაწილეობთ არჩევნებში. ერთმანეთს პოლიტიკური პარტიები ეჯიბრებიან და მათ უნდა გადაწყვიტონ არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით, როგორი მთავრობა ჩამოყალიბდება. ჩემი მხრიდან, როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლის მხრიდან, ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ ყველა ქართველს, წახვიდეთ და მისცეთ ხმა. ეს არის თქვენი კონსტიტუციური უფლება, მაგრამ ეს ასევე არის თქვენი სამოქალაქო ვალი. გთხოვთ, წადით და მიეცით ხმა. თქვენი ხმა ნამდვილად მნიშვნელოვანია. თქვენ გადაწყვეტთ, როგორი იქნება თქვენი ქვეყანა, საქართველოს მომავალი თქვენს ხელშია“, – აღნიშნა ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას

გურამ მაჭარაშვილი – თუ ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, „ვაია“, რადგან უარესად დამარცხდებიან, ვიდრე შარშან, ხოლო თუ არ მიიღებენ, „ვუია“, რადგან პოლიტიკური ველიდან გაქრებიან