აშშ-ს საელჩო – დემოკრატები ოპოზიციას არ კრძალავენ

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში მორიგ „ქარდს“ აქვეყნებს.
აშშ-ს საელჩო ამჟამად წერს: „დემოკრატები ოპოზიციას არ კრძალავენ“.
„დემოკრატები ოპოზიციას არ კრძალავენ“,- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ცნობისთვის, უკვე რამდენიმე დღეა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში პოსტებითა და “ქარდებით” ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკასა და ქართველი მაღალჩინოსნების მიერ გაჟღერებულ მთავარ გზავნილებს ეხმაურება. გზავნილებს შორის, რომლის საპასუხოდაც აშშ-ის საელჩომ პოსტები უკვე გაავრცელა, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისა და “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის “კრედიტ სუისთან” ურთიერთობის საკითხები იყო. ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, 3 ოქტომბერსაც გამოაქვეყნა ქარდი, წარწერით: „იზოლაციაში ქვეყანა ვერ ვითარდება. საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება“.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ყაველაშვილმა განაცხადა, ბავშვი რომ იცინოდა და ამის გამო მოკლეს, თურმე “რაღაცა შეიძლება ნეგატიური აქტია”… თან თურმე შეიძლება.. ანუ შეიძლება ნეგატიური აქტიც არ იყოსო და ისე დაირაზმნენო ეს ხალხიო (ვიდეო)