სქოულზი: “მანჩესტერ იუნაიტედს” ძალიან ბევრი ზარმაცი ფეხბურთელი ჰყავს

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა პოლ სქოულზმა მშობლიური გუნდის “მანჩესტერ იუნაიტედის” შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, “მანკუნიანელთა” რიგებში ამჟამად უამრავი ზარმაცი ფეხბურთელი თამაშობს და სიტუაცია აუცილებლად უნდა შეიცვალოს.
“გუნდმა “ნიუკასლის” წინააღმდეგ საშინლად ითამაშა. “მანჩესტერ იუნაიტედში” უამრავი ზარმაცი ფეხბურთელი თამაშობს, სამწუხაროდ ამას ვერ გავექცევით, ვფიქრობ, ძირეული ცვლილებებია საჭირო”, – განაცხადა სქოულზმა.
შეგახსენებთ, “მანჩესტერ იუნაიტედი” პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 24 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.