საოკუპაციო ხაზთან, „სასაზღვრო ნიშნის“ დაზიანების მცდელობისას დაკავებულებს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ე.წ. საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, „სასაზღვრო ნიშნის“ დაზიანების მცდელობისას საქართველოს ორი მოქალქის დაკავების შესახებ ინფორმაციას 3 ოქტომბერს, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში არსებული გამოცემა „Сапа” უსაფრთხოების ძალების“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
საუბარია სოფელ პატარა-მეჯვრისხევის მცხოვრებლებზე, სერგო მერაბაშვილსა და იასონ გენგიურზე, რომლებიც 16 სექტემბერს დააკავეს.
„ძლიერ დათვრნენ, შემდეგ უკანონოდ გადაკვეთეს სამხრეთ ოსეთის საზღვარი და სცადეს სასაზღვრო საინფორმაციო ნიშნის დემონტაჟი. სერგომ და იასონმა თავისი გამოხდომა, ხატოვანი უცენზურო ბოდვის თანხლებით ტელეფონით გადაიღეს“, – წერს გამოცემა “Сапа”.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები მალევე „გააძევეს“ ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, თუმცა მოგვიანებით განმარტეს, რომ ისინი დააკავეს.
„მათ მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ცხინვალის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით – ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მათ ემუქრებათ ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის მე-3 ნაწილით (სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა წინასწარი შეთანხმების გზით პირთა ჯგუფის მიერ)“, – განაცხადა ეგორ კოჩიევმა, სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ ინფორმაცია 17 სექტემბერს გაავრცელა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?