“ვოვჩანსკი რუსების თავისტკივილად იქცა” – რა გავლენას იქონიებს რუსეთზე ისრაელ–ირანის სამხედრო კონფლიქტი

რუსეთ-უკრაინის ომი [შეჯამება | 02.10.2024]:
– დონეცკის ოლქში, რუსები მნიშვნელოვან ქალაქ ვუჰლედარში შევიდნენ და მთელი დასახლება დაიკავეს. მხოლოდ უკიდურესი ჩრდილოეთის მონაკვეთში გრძელდება შეტაკებები, რომლის მიზანიც არა პოზიციების შენარჩუნება, არამედ უსაფრთხო უკანდახევაა. ვუჰლედარსა და მის მომიჯნავე დასახლებებს რუსები 2022 წლის ოქტომბრიდან უტევდნენ. ვუჰლედარი უკრაინული თავდაცვის ერთ-ერთი საყრდენი წერტილი იყო, სადაც რუსებმა 2023 წელს ცოცხალი ძალისა და ტექნიკის კატასტროფული დანაკარგი განიცადეს. ვუჰლედარი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ იქიდან უკრაინელები ქალაქი დონეცკის შემოგარენსაც სწვდებოდნენ, ჩრდილო-აღმოსავლეთით და ვოლვონახასაც,სამხრეთით. ეს უკანასკნელი არამხოლოდ მარიუპოლისაკენ მიმავალ გზაზე საკვანძო ქალაქია, არამედ რკინიგზის ქსელის ცენტრალური უბანიც. ვუჰლედარის დაცემა ფრონტის ხაზზე სტრატეგიული თვალსაზრისით სიტუაციას არ ცვლის, მაგრამ რუსებს ტაქტიკური უპირატესობა აქვთ და ინიციატივაც მათ ხელშია. საეჭვოა რუსებმა სწრაფი წინსვლა განახორციელონ ამ მიმართულებაზე, რადგან უკრაინელებმა ვუჰლედარის ჩრდილოეთით ახალი პოზიციები მოაწყვეს, მაგრამ რუსები მაინც სწრაფად მოქმედებას შეეცდებიან. – სხვა სიტუაციაა ხარკივის ოლქში. სასაზღვრო ქალაქ ვოვჩანსკში რუსებმა აგრეგატის ქარხნისაკენ გაჭრა სცადეს. ეს ის ქარხანაა, რომელიც რამდენიმე დღის წინ უკრაინელებმა გაათავისუფლეს და რუსი სამხედროებით დაატყვევეს. რუსული შეტევა არათუ ჩავარდა, არამედ ასობით დაღუპული და დაჭრილი მიიღო საკუთარ რიგებში. ვოვჩანსკი რუსების ერთგვარ თავისტკივილად იქცა. რუსები ქალაქის 30%-ს ფლობენ. და რაც მთავარია ისინი უკრაინული თავდაცვის მთავარ ხაზამდეც კი არ არიან მისულები, რომელიც მდინარე ვოვჩას სიახლოვეს მდებარეობს. მაისში დაწყებული რუსული იერიშის მიზანი უკრაინული სამხედრო ძალების ამ მიმართულებაზე იძულებითი დაკავება გახლდათ, ხოლო უფრო სასურველ შემთხვევაში უშუალოდ ხარკივის შემოგარენამდე მიღწევა იყო, მაგრამ რუსებს ეს ოპერაცია ძალიან ძვირად უჯდებათ ცოცხალი ძალისა და ტექნიკის თვალსაზრისით. ხოლო ტერიტორიულ განზომილებაში თუ შევხედავთ, რუსებს არცერთი მნიშვნელოვანი დასახლება არ უგდიათ ხელთ. ამასთან, მცირე ტერიტორიულ მონაკვეთში დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალის შეყრა უკრაინული არტილერიისათვის ადვილ სამიზნედაც იქცა. – ს კურსკის ოლქში ვითარება უცვლელია. რუსების მცდელობა კრემლის მიერ დადგენილ თარიღში, 1 ოქტომბრამდე გაეთავისუფლებინათ ეს ტერიტორია არ გამოვიდა. რუსეთის უძლეველობის ამბავი კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ უსაფუძვლოა. რაც მთავარია რუსული კონტრშეტევა არ წარმოადგენს მხოლოდ ერთი მხარის შეტევას, არამედ უკრაინელებიც ფლობენ ინიციატივას. შესაბამისად, შეტევა გარდამავალი ხასიათისაა. თუკი რუსები კურსკის ოლქში ლუბომივკას წარუმატებლად უტევენ, უკრაინელები გლუშკოვოს რაიონში ფლობენ ინიციატივას. უშუალოდ გლუშკოვოში ბაზირებული რუსული სამხედრო ნაწილები კი საარტილერიო ცეცხლის ქვეშ არიან მოქცეულნი. აქტიურობენ უკრაინული დრონებიც. საინტერესოა ისიც, რომ უკრაინელებმა რუსული კონტრშეტევის მოსაგერიებლად მთელ რიგ მონაკვეთში ის თავდაცვის ზღუდეები და სანგრები გამოიყენეს, რომელიც მანამდე რუსებს ჰქონდათ მოწყობილი. რუსებს კურსკის ოლქში დაახლოებით 45-50 ათასი სამხედრო ჰყავთ მობილიზებული. ამ მხრივ უკრაინელებმა მიზანს მიაღწიეს და რუსებს სხვადასხვა სექტორიდან მოახსნევინეს ნაწილები. – უკრაინელები თითქმის ყოველდღიურად ბომბავენ როსტოვისა და კრასნოდარის ოლქებში რუსულ სამხედრო ობიექტებსა და ნავთობტერმინალებს. როსტოვში, მილეროვოს ავიაბაზის მიმართულებაზე უკრაინელები ბოლო დღეებია აქტიურად უშვებენ დრონებს. აღნიშნულმა იერიშებმა ცეცხლი და ხანძარი გამოიწვია. – ში რუსებმა ოდესის პორტი დაბომბეს. დაიბომბა უკრაინა-რუმინეთის საზღვრის სიახლოვეს გამშვები პუნქტიც. რუსები დრონების მაქსიმალურად დიდი რაოდენობით გაშვებით უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გადატვირთვას ცდილობენ. შესაბამისად, დრონებისა და რაკეტების ნაწილის ჩამოგდება ძალიან რთულდება ხოლმე. – მ უკრაინული თავდაცვის ინდუსტრიის გასაძლიერებლად 700 მილიონ ევრომდე ჩადო. კონცეფცია მარტივია: უკრაინელები ამ ფულით არა დასავლურ ტექნიკას, არამედ უკრაინულ სამხედრო წარმოებას ავითარებენ. ეს ძალიან სწორი მიდგომაა, რადგან ამ შემთხვევაში ფული უკრაინის ეკონომიკაში რჩება და სამხედროსთან ერთად ეკონომიკური დახმარებაც გამოდის. – განწყობების შემსწავლელი საინტერესო კვლევა ჩატარდა რუსეთში, რომლის მიხედვითაც: ომში რუსეთის გამოკითხული მოსახლეობის 33%-ის ოჯახის წევრი ან ნათესავი მონაწილეობს. 13%-ს კი დაღუპული ჰყავს ფრონტზე. დაჭრილებისა და ტყვეების შესახებ ინფორმაცია არ არის, მაგრამ დაღუპულების სიაში არ შედის. ეს კი მართლაც ძალიან დიდი რიცხვზე მიუთითებს, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ საჯაროდ გამოსულ რუსულ კვლევებში რეალური რიცხვები მაინც ფორმირდება ხოლმე. უშუალოდ განწყობას რაც შეეხება ქალაქის მოსახლეობა განსაკუთრებით უკმაყოფილოა ომით. შორეული რეგიონები უფრო ნაკლებად. არადა სწორედ რეგიონებიდან ჰყავს რუსეთს ძირითადი სამხედრო კონტინგენტი ჩამოყალიბებული. – უკრაინაში საუბარი მიმდინარეობს უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის, კირილო ბუდანოვის შესაძლო გადაყენებაზე. ცხადია, ოფიციალური ვერსია არაფერია და არც გადაყენების შესახებ გაკეთებულა რაიმე განცხადება. თუმცა აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ბუდანოვის პოპულარობა და წონა ძალიან დიდია უკრაინაში. შესაბამისად, მის შესაძლო ჩანაცვლებას სერიოზული მიზეზები უნდა ჰქონდეს. ამასთან, რა თანამდებობაზე გადაიყვანენ მას უცნობია. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ადრეც იყო ბუდანოვის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესაძლებლობა და თავდაცვის მინისტრადაც და გენშტაბის უფროსადაც განიხილავდნენ მას, მაგრამ მაშინ არ გამართლდა მოლოდინი. ახლა ვნახოთ. შეიძლება მხოლოდ საინფორმაციო კამპანიაა. მთავარი ისაა, რომ რუსეთში ბუდანოვის ძალიან ეშინიათ. – რუსეთში მოსახლეობის ნებისმიერი სახის აღწერა 2029 წლამდე ვერ ჩატარდება – ამ ბრძანებას პუტინმა მოაწერა ხელი. მიზეზი ნათელია – ძალიან დიდი რაოდენობით მიგრაციამ და ფრონტზე სიკვდილიანობამ რუსეთის დემოგრაფიაზე ძალიან მძიმედ იმოქმედა. შესაბამისად, საჯაროდ რეალური რიცხვის გამოტანა კრემლს არ სურს. ისედაც, ძველი აღწერებიდან ჩანდა, რომ რუსეთი ცრუობდა საკუთარ მონაცემებზე საუბრისას. – კრემლს არ მოსწონს რომ მისი მოკავშირეები თუ ყოფილი კოლონიები ისტორიის სასწავლებელ წიგნებში რუსეთის იმპერიას და საბჭოთა ტერორს ნეგატიურად მოიხსენიებენ. ამაზე რუსული პრესა აქტიურად საუბრობს და აღნიშნავს, რომ იმპერიის პერიოდზე საუბრისას რუსეთი კოლონიურ და დამპყრობელ ძალადაა მოხსენიებული როგორც შუა აზიაში ისე კავკასიაში. ამ ფონზე აფრიკაშიც კი რუსეთის იმპერიული პოლიტიკის სწავლებისას ხაზგასმა ხდება იმ ძალადობაზე რაც ცარისტული რუსეთისა თუ საბჭოთა იმპერიის დროს იქნა ჩადენილი. რუსეთს ამ ყველაფრის შეცვლა სურს და ამ კამპანიის წარმოებას აპირებს. ანუ ისტორიიდან ამოშალოს ის, რაც მან არაერთხელ ჩაიდინა – ტერორი, გენოციდი და ეთნიკური წმენდა. სხვათა შორის ძალიან ცნობილი ამერიკელი ავტორი ტიმოთი სნაიდერი მუდმივად უსვამს ხაზს, რომ ისტორიის ცოდნა პოლიტიკაში იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს დღეს დასავლეთშია წარმოდგენილი. იგი განმარტავს, რომ რუსეთი ფალსიფიცირებული ისტორიული თქმულებებით აყალიბებს მიზნებს. ხოლო ისტორიის არცოდნა კულტურული და პოლიტიკური ასპექტების არცოდნას მოასწავებს და რუსული ისტორიული თქმულებების მახეში გაბმა უფრო ადვილდება. – ნატოს ახალი გენერალური მდივანი მარკ რუტეა. იგი აქამდე ნიდერლანდების პრემიერის თანამდებობას იკავებდა. საინტერესოა, რომ ნიდერლანდები ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც უკრაინას დიდი რაოდენობით შეიარაღება გადასცა და მისი თავისუფლად გამოყენების ნებართვა გასცა. დღესაც, რუტე მომხრეა მოეხსნას უკრაინას ყველა სახის შეზღუდვა იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების შესახებ. – ირანი რუსეთისათვის იარაღის ერთ-ერთი პირველი მიმწოდებელი იყო. ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების ფონზე ირანი რამდენად მიაწვდის ბალისტიკურ რაკეტებს რუსეთს საკითხავია. მაგრამ ირანული შეიარაღება საკმაოდ იაფად მზადდება. შესაბამისად, მისი გაცვლა რაიმე რუსულ ტექნიკაში ან წარმოების ნებართვა/ნოუ-ჰაუში არ არის გამორიცხული.
– გავლენიანი მკვლევრის ან აპელბაუმის საინტერესო სტატია დაიბეჭდა The Atlantic-ში. იგი ღიად წერს, რომ დასავლეთი უნდა გამოვიდეს არარსებული მოლაპარაკებების მოლოდინის რეჟიმიდან და გადავიდეს უკრაინის გამარჯვების მიდგომაზე. იგი ამატებს, რომ სანამ რუსეთს სჯერა გამარჯვების და ამ ომის მოგების, მანამ ეს ომი გაგრძელდება. ხოლო რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში (რა ფორმითაც არ უნდა იყოს ის) მძიმე შედეგებით დასრულდება დასავლეთისათვის და რუსული ინტერესები გაძლიერდება სამხრეთ ამერიკიდან დაწყებული აფრიკით დამთავრებული – ყველგან. რუსეთი ისედაც აწარმოებს მესამე ქვეყნების გამოყენებით ომებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და წარმატების შემთხვევაში ეს ყველაფერი გაორმაგდება.