სკანდალი ქართულ ჭიდაობაში

ვლა­დი­კავ­კაზ­ში ძმე­ბის “მა­ხარ­ბეკ და ას­ლან ხა­დარ­ცე­ვე­ბის სა­ხე­ლო­ბის“ თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით ჭი­და­ო­ბა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რი გა­ი­მარ­თა.

  • ვებგ­ვერ­დსა და ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე სა­ხე­ლად – “და­ღეს­ტნის ჭი­და­ო­ბა“ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ტურ­ნირ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა “20 ქვეყ­ნის 166 თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვემ“ მი­ი­ღო.

“მათ შო­რის იყ­ვნენ აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კე­ბის, რუ­სე­თის მიერ ანექ­სი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ასე­ვე მებ­რძო­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან“, -წერს ekhokavkaza.

  • “სა­ქარ­თვე­ლო­დან ტურ­ნი­რის მო­ნა­წი­ლე­თა შო­რის იყ­ვნენ რეზო მარ­სა­გიშ­ვი­ლი, ნი­კო­ლოზ ბე­ში­ძე, საბა კო­ბა­ხი­ძე, დი­მიტ­რი ჯი­ო­ე­ვი, გე­ორ­გი ელ­ბა­ქი­ძე, გი­ორ­გი გოგ­რი­ჭი­ა­ნი, ალექ­სან­დრე მე­ლა­ძე, ლე­ვან ბა­ზა­ძე.

ოკუ­პი­რე­ბულ სამ­ხრეთ ოსეთს წარ­მო­ად­გენ­დნენ გუ­რამ ჩერ­ტკო­ე­ვი, სოს­ლან ჯა­გა­ე­ვი და აზა­მატ ზა­სე­ე­ვი; ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თი – ინარ ქე­თია, მა­რატ კო­კოს­კე­რია და ლეონ ძუ­კია.

ტურ­ნი­რის ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლი ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე გა­ი­მარ­თა. ქარ­თვე­ლი გი­ორ­გი ელ­ბა­ქი­ძე მე­სა­მე ად­გი­ლის­თვის მატჩში და­ღეს­ტნელ იმამ გა­ნი­შოვ­თან და­მარ­ცხდა. მე­სა­მე ად­გი­ლის­თვის მატ­ჩე­ბი სამ­ხრეთ ოსელ­მა სპორ­ტსმე­ნებ­მაც გა­მარ­თეს: მატ­ჩი სოს­ლან ჯა­გა­ევ­მა მო­ი­გო, ხოლო გუ­რამ ჩერ­ტკო­ე­ვი ტრავ­მის გამო და­მარ­ცხდა“, – აღ­ნიშ­ნავს გა­მო­ცე­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ტურ­ნირ­ში ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ამოწ­მე­ბენ. ფე­დე­რა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის თქმით, ვლა­დი­კავ­კაზ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წევ­რე­ბი არ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

“ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჩვენ­გან არა­ვინ გა­თა­ვი­სუფ­ლდა“, – გა­ნუ­ცხა­დეს ფე­დე­რა­ცი­ა­ში რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის ქარ­თულ სამ­სა­ხურს.

ფე­დე­რა­ცია აღ­ნიშ­ნუ­ლის გან­ხილ­ვას დის­ციპ­ლი­ნუ­რი კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე გეგ­მავს. ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა არა მხო­ლოდ სპორ­ტსმე­ნე­ბის სა­კი­თხი, არა­მედ, სა­ვა­რა­უ­დოდ, მწვრთნე­ლე­ბი­საც, რომ­ლებ­მაც სა­ვა­რა­უ­დოდ, ფე­დე­რა­ცი­ის გვერ­დის ავ­ლით გა­და­წყვი­ტეს ტურ­ნირ­ზე მო­ჭი­და­ვე­ე­ბის გაგ­ზავ­ნა.

ასევე დაგაინტერესებთ

რევაზ კიკნაძე – სამი დღე-ღამე ვიყავი კარცერში – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდევ, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება