– განახევრდა გრანტები, რაც არის ქვეყნის ევროატლანტიკური გზიდან გადახვევის შედეგი – როგორც კი ივანიშვილს სანქციები დაედება, ქვეყანა პოლიტიკურ და ფინანსურ იზოლაციაში აღმოჩნდება

განახევრდა გრანტები, რაც არის ქვეყნის ევროატლანტიკური გზიდან გადახვევის შედეგი – ეს მაშინ, როდესაც ჯერ სანქციები სრული ძალით არ არის ამოქმედებული, – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ საქართველოს 2025 წლის ბიუჯეტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, როგორც კი ხელისუფლების წარმომადგენლები დასანქცირდებიან, ქვეყანა პოლიტიკურ და ფინანსურ იზოლაციაში აღმიჩნდება, „ამიტომ რომ არ გაღატაკდეს და დაიცალოს ქვეყანა, დარჩენილო გვაქვს სულ რაღაც 3 კვირა“.
როგორც გოცირიძე აღნიშნავს, ქვეყნის მომავალი წლის ბიუჯეტში ნათლად ჩანს მთელი ის ცრუ დაპირებები, რასაც „ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში გასცემდა.
„ბიუჯეტში ძირითადად აქცენტი აღებული აქვთ სოციალურ ნაწილზე და ჰგონიათ, რომ ეს იმდენად მიმზიდველია, რომ ჩვენი მოქალაქეები აღფრთოვანებულები დარჩებიან. სინამდვილეში, ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი ახლა ვსწავლობთ ბიუჯეტს დაწვრილებით და უამრავი კორუფციული და ისეთი ხარჯებია ჩადებული, რომელიც პირდაპირ შემდეგ „ქართული ოცნების“, თუ სხვა სახის ბიზნესების ჯიბეში დაილექება. ერთი სამარცხვინო მაგალითი – საბაზო პენსია მატულობს 20 ლარით წელიწადში. ამ ტემპით თუ გაგრძელდა 1000-ლარიან პენსიას მხოლოდ 30 წლის შემდეგ მივაღწევთ. პენსია 200 ლარით რომ გაიზარდოს, ამ ტემპით უნდა 10 წელი. ძალიან დამამცირებელია ეს პენსიონერებისთვის.
ამ ბიუჯეტში ნათლად ჩანს მთელი ის ცრუ დაპირებები, რასაც წლების განმავლობაში იძლეოდა „ქართული ოცნება“. ანაკლიის მშენებლობაზე ჩადებულია მხოლოდ საზღვაო სამუშაოები და ხმელეთზე საუბარი არ არის. საოცარი ის არის, რომ ანაკლიის პროექტის მშენებარე კომპანია გამოვლენილია, მაგრამ ის ჩინელი ინვესტორიც კი არსად ჩანს. უკვე გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულებაც კი არ არის გაფორმებული. არ უნდათ, რომ წინასაარჩევნოდ გაამჟღავნონ, რას ითხოვენ ჩინელები.
განახევრდა გრანტები. ეს უკვე არის ქვეყნის ევროატლანტიკური გზიდან გადახვევის შედეგი. ეს მაშინ, როდესაც ჯერ სანქციები სრული ძალით არ არის ამოქმედებული. როგორც კი სანქციები დაედება ბიძინა ივანიშვილს და მის გარემოცვას ეს ყველაფერი გაიყინება. არა მხოლოდ გრანტები, არამედ მთლიანად აღმოჩნდება ქვეყანა პოლიტიკური და ფინანსურ იზოლაციაში. ამიტომ რომ არ გაღატაკდეს და დაიცალოს ქვეყანა, დარჩენილო გვაქვს სულ რაღაც 3 კვირა,” – განაცხადა გოცირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია: სისტემურ დანაშაულებს, მოწოდებებს და ქმედებებს, კანონმდებლობით გაეცემა შესაბამისი და უმკაცრესი პასუხი – ამოვქოლავთ ყველა ხვრელს, რაზეც კოლექტიური გიგაური და ლომჯარია პატრონებთან ერთად ეძებენ გზებს, შემოიტანონ ბინძური თანხები

ხატია დეკანოიძე – ვინც ოპოზიციას მისცა ხმა და ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მათთვის ხელისუფლება ლეგიტიმური არ არის, წარმოუდგენელია მრავალი ათასი ადამიანი გაუშვა ციხეში – „ქართული ოცნება“ მიდის ევროკავშირსა და ნატო-ზე საბოლოოდ უარის თქმისკენ