უკრაინაში რუსეთის ვოლგისპირეთის რეგიონების 20 ათასზე მეტი მცხოვრები დაიღუპა

რუსეთის ში შეჭრის შემდეგ, ს ვოლგისპირეთის ტერიტორიის 20 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში.
ამის შესახებ გამოთვლები რადიო თავისუფლების პროექტმა idel-realirties-მა გამოაქვეყნა.
რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული რედაქციის რეგიონული საინფორმაციო სააგენტოს მონაცემებით, დაღუპულთა უდიდესი რაოდენობა მოდის ბაშკირეთზე – სამი ათასზე მეტი პირი. მას მოჰყვება თათრეთი, რომლის მკვიდრი 2724 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში და მომდევნოა პერმის ოლქი – 2296 პირი.
ყველაზე ნაკლები დანაკარგი ნახა პენზამ – 461 და მორდვამ 307 ადამიანი.
ეს მონაცემები გამოყვანილია დაღუპულთა ნათესავების შეტყობინებების და ოფიციალური ცნობების საფუძველზე. რუსეთის რეგიონების ხელისუფლებების აქტიურად უჭერენ მხარს ომს, არმიაში სამსახურისთვის წვევამდელებს ფინანსურად წაახალისებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილე დავით გოგილაშვილი: ნივთების ჩამორთმევა არაფორმალური, პირდაპირი ქურდობაა, რადგან პირველი რაც გააკეთეს, შეამოწმეს ჩემი ჯიბეები და ყველა ნივთი, რაც შეიძლებოდა ღირებული ყოფილიყო, რომ წაერთმიათ

„არსის“ დირექტორი: ბიზნესს, 2000-ზე მეტ კომპანიას, მათ შორის ჩვენს კომპანიასაც დაფიქსირებული გვაქვს, რომ მნიშვნელოვანია სასწრაფოდ დეესკალაცია – ამისთვის მოთხოვნილი გვაქვს ვადამდელი არჩევნები და პატიმრების გამოშვება