გამარჯვებით დაიწყო ფიბა-ს ჩემპიონთა ლგა გიორგი შერმადინის “ლაგუნა ტენერიფემ”. ესპანური კლუბი ევროტურნირის პირველ მატჩში სტამბოლში “ქარშიაქას” დაუპირისპირდა და 87:76 დაამარცხა.
ქართველი ცენტრი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 14:10 წუთი გაატარა. გიორგის თამაშიდან არ შეუტევია, მან 4 ცდიდან 3 საჯარიმო ჩააგდო, რასაც 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაყოლა. პასივში შერმადინს 2 დაკარგვა და ამდენივე ჯარიმა ჰქონდა. ახალწვეულმა პეიტონ უილისმა და ახალგაზრდა ფრან გუერამ ულიდერეს. პირველმა 19 ქულა ჩააგდო, მეორემ – 20.
ჩემპიონთა ლიგაში მთლიანობაში 32 გუნდი მონაწილეობს, ტენერიფელები კი C
ჯგუფში არიან ფრანგულ “სენტ კვენტინთან”, თურქულ “ქარშიაქასთან” და ბერძნულ “კოლოსოსთან” ერთად. შენმდეგი ტურის მატჩს შერმადინის გუნდი 16 ოქტომბერს, სტუმრად, “კოლოსოსთან” გამართავს.
GBF.GE